x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მისმინეთ, ჩლუნგებო: სქრინები გავავრცელე მე"- რა სქრინებზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანია "კავკასის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს:


"ქოცები მიტევენ თურმე. სხვა განზომილებაში არიან ეგენი დიდი ხანია და პრაქტიკულად აღარ ვიკვეთებით. ამიტომ არ ვარ ღრმად ჩახედული შეტევის მაშტაბებში, მაგრამ მომიყვნენ, თვით პოსტვ–ც კი აღშფოთებულა, “ნაცმედიამ“, ანუ მათ შორის მეც, ფეიკი გაავრცელესო.


მისმინეთ, ჩლუნგებო: ჩემს მედიას არაფერი გაუვრცელებია, არც ეთერში, არც ვებზე, არც სოციალურ ქსელში. სიზუსტის და გადამოწმების მაღალი სტანდარტი გვაქვს და იმიტომ. თქვენგან განსხვავებით ყველაფერს ვამოწმებთ და ზუსტ სახელს ვარქმევთ. სქრინები გავავრცელე პირადად მე, ნინო ჯანგირაშვილმა, ჩემს პირად გვერდზე – თან ზუსტი აღწერით, რაც იყო. დაშვებით, რომ შეიძლება “გაჩალიჩებული იყო“, მაგრამ ჩემი ღრმა შინაგანი რწმენით, რომ შეიძლებოდა თქვენი გაკეთებულიც ყოფილიყო. კი, ღრმად მწამს, რომ გამკეთებლები ხართ, უარესებიც გაგიკეთებიათ, ყველაფერზე ხელის მომწერები ხართ და იმიტომ. თან ჩლუნგები ხართ და მჯერა, რომ შეიძლება გეგონოთ რომ დახურული გვერდი შექმენით და სინამდვილეში ღია გვერდი იყოს.


ის მაინც გაარკვიეთ ფეიკის გავრცელება რას ნიშნავს, თქვენ მართლა ფეიკებად დაბადებულებო. აი ფეიკი ეს არის, რაც ქოცების ტვ–ებმა, მათ შორის საზმაუმ გაავრცელა: “ყალბი გვერდის დეზინფორმაციული განცხადებები ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს“. აი, ეს არის ტყუილი. არანაირ ოპოზიციურ მედიასაშუალებას არ გაუვრცელებია. ერთადერთი ტვ პირველმა დადო ფეისბუქზე სქრინები და წაშალა მალევე მგონი. ხოდა, როგორც თქვენი კალა იტყოდა, გადაშენდით აქედან!


წინა სტატუსს დიდი გამოხმაურება მოყვა. არ ვშლი სპეციალურად, იმიტომ რომ მე არაფერი არ გამიფეიკებია. უბრალოდ დავსქრინე ის, რაც იყო და დავდე. ფაქტია, რომ ასეთი გვერდი არსებობს. ფაქტია, რომ ვიღაცამ შექმნა და დაწერა ის, რაც დაწერა. თუ ქოცების არის, არიან ნაგვები. თუ მათი არ არის და სხვამ შექმნა რომ ქოცები გაეშავებინა, ის უარესი ნაგავია და გასარკვევია ვინ არის. ვეცდები გავარკვიო რა არის." - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.



0
401
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
401