x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ქალის ტვინიანი" ცეზარი და სქესთა შორის აზროვნების განსხვავების მიზეზი

მამაკაცის ტვინი ქალის ტვინზე მეტად მამრი მაიმუნის ტვინს ჰგავს და ეს რომ ასეა, ადამიანის და მაიმუნის გენომების დეშიფრირების და შედარების შედეგად გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ მამაკაცის გენები, მხოლოდ 1, 6 % განსხვავდება მამრი მაიმუნის გენებისგან, მაშინ როდესაც, მის და ქალის გენებს შორის განსხვავება 5 %-ს შეადგენს! შესაბამისად, ქალის გენებიც, მამაკაცის გენებთან შედარებით, უფრო მეტად, მდედრი მაიმუნის გენებს ჰგავს.


image


ქალის და მამაკაცის ტვინს შორის განსხვავება, ფუნქციონალურ დონეზე, მნიშვნელოვანი რომ იყო, ეს აქამდეც ვიცოდით. აღნიშნულ საკითხებზე, ცნობილი ფრანგი ფსიქოთერაპევტი სერჟ გინგერი (Serge Ginger) წლების მანძილზე მუშაობდა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მან არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, სტატია და წიგნები გამოაქვეყნა, რომლებშიც დეტალურად არის განხილული მამაკაცის და ქალის ტვინის განსხვავების ყველა ასპექტი:

როგორც გინგერი ამტკიცებს, ნეიროფიზიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალებში, დომინანტის ფუნქციას ტვინის ვერბალური, — მარცხენა ნახევარსფერო ასრულებს. ხოლო, მამაკაცებში, — საქმიანობის, მარჯვენა ნახევარსფერო.

მარჯვენა ნახევარსფეროს დამსახურებით, მამაკაცები უფრო მეტად, ქმედებაზე და მის შედეგზე არიან ორიენტირებულნი. ხოლო, ქალებისთვის — საქმიანობის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. გარდა ამისა, აქტიური მარჯვენა ნახევარსფერო, მამაკაცებს სივრცეში მარტივად ორიენტირების საშუალებას აძლევს, მაშინ, როდესაც, ქალებს ამ მხრივ პრობლემები აქვთ.

გარდა, ამისა, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, მამაკაცის და ქალის ტვინის აგებულებასა და ფუნქციონირებას შორის: მამაკაცის ტვინისგან განსხვავებით, ქალის ტვინი დიდი რაოდენობით კვანძებს შეიცავს. მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროების ნეირონები ამ კვანძებით, ერთმანეთს კორძიანი სხეულის საშუალებით უკავშირდება და სწორედ ამ კავშირის წყალობით არის, რომ ქალს, ერთდროულად, რამდენიმე საქმის კეთება შეუძლია: მაგ., უყუროს ტელევიზორს, ბავშვი და მეუღლე აკონტროლოს და ამავდროულად, სადილი მოამზადოს. ერთადერთი მამაკაცი, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეეძლო, ცეზარი იყო... და მამაკაცებში, ასეთი უნარი, ნამდვილად გამონაკლისს წარმოადგენს!
რატომ არის ასეთი განსხვავება?
ეს ხანგრძლივი ევოლუციური ადაპტაციის შედეგია: მამაკაცი გენდერული თავისებურებების გამო, შორეულ წარსულში, ნადირობით იყო დაკავებული. ხან ისეც ხდებოდა, რომ ის, რამდენიმე დღის მანძილზე, მარტო, ღია სივრცეში ნადირს მისდევდა და ვერბალური უნარის ნაცვლად, სივრცეში ორიენტირების უნარ-ჩვევები უვითარდებოდა (უკან დასაბრუნებელი გზა ხომ უნდა ეპოვა?). ხოლო, ქალი, ბავშვის აღზრდით იყო დაკავებული, რაც ვერბალური უნარ-ჩვევების გარეშე შეუძლებელია. გამუდმებულმა ურთიერთობებმა და ერთდროულად სხვადასხვა საქმის კეთებამ, სხვადასხვა ნახევარსფეროს ნეირონებს შორის კავშირების გაჩენა გამოიწვია.

ზოგადად, ბიოლოგიურ დონეზე, მამაკაცები უფრო მეტად, ქმედებაზე და კონკურენციაზე არიან ორიენტირებულნი, ხოლო ქალები — ურთიერთობაზე და თანამშრომლობაზე.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სწრაფი ტესტი საკუთარი "ფენომენის" დასადგენად

* პლანეტის 5 ხე–მცენარე, რომელიც მეტად უცნაურ ნაყოფს იძლევა

* "იურული პერიოდის პარკი", შესაძლოა, რეალობად იქცეს

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
217
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0