x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა შეიტყვეთ?! აბა რას ელოდით?!"- რას წერს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი რუსული კანონის მხარდამჭერ, ქეთევან დუმბაძისთვის მწერალთა სახლის ჩაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნულ ფაქტს სრულიად კანონზიმიერად მიიჩნევს:


"ეს ზუზუნ -წუწუნი უკვე უსუსურობის განცდას იწვევს რა... ახლა შეიტყვეთ, რომ თავის კადრს ნიშნავს უმრავლესობა ანუ "არაქართული ოცნება"?! აბა რას ელოდით?! დიახ, საკუთარ კადრს, ვინც რუსულ კანონს ხელი მოაწერა და ეს გზა აირჩია დანიშნა თანამდებობებზე, აბა რას იზამდნენ?? ასე იქნება კორუფცია იმძვინვარებს, ასე არ ჩატარდება პრევენცია სტიქიის ზონაში, ასე გაგრძელდება მოხუცების ძარცვა და კორუფციის გამო ახალგაზრდების მომავლის განადგურება და გარდაცვალება, მკვლელობები, ყველა უბედურება გაგრძელდება, ვიდრე ქუჩაში არ გამოვა ხალხი და არ გაყრის ამ "არაქართულ ოცნებას" ... ჩვენ კი, მიგვაჩვიეს თითქოს იმ ძველისძველ შემზარავ გამონათქვამს " კაცო ჩვენ ვიყოთ კარგად, თორემ სხვა მეწყერსაც წაუღიაო"



ჰოდა, ის "სხვა", რომ აღარ არსებობს და ყველას ჩაიტანს მთელ ქვეყანას ეს "პილიტიკური რუსული მეწყერი", სანამ ამას არ მიხვდება სამოქალაქო საზოგადოება და მდუმარე ოპოზიცია, ( ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს) მანამდე ასე ვივლით ლენინის გზით "ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან"



არ ეშინიათ ხალხის რისხვის? მეკითხება ახლობელი, კი ეშინიათ თუ დაანახებ რისხვას, ეშინიათ და უკანაც იხევენ მომენტალურად, მაგრამ....“ გელათი დავიცავით?? ვერ, რადგან თითო-ოროლა ვიდექით და ვაპროტესტებდით, ბაჩალიაშვილის საქმე დავიცავით? ვერ, რადგან აქაც გათითოკაცებული ვიყავით, 20 ივნისის პროტესტის დროს თვალების დათხრაც შერჩათ, ბრძანების გამცემი პრემიერად დაწინაურდა და დღეს ოპოზიციაშია -გახარია, ოღონდ კითხვებზე პასუხი ჯერაც არ გაუცია, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი და ტალახში ამოთხვრაც შერჩათ, მაჩალიკაშვილის ლოგინში ჩაცხრილვაც შერჩათ, 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, დიდი დაპირებების მიუხედავად, კვლავ რომ კორუფციის გამო მოუმზადებლად შეხვდნენ სტიქიას და "ღამეაო და ვერ ვიმუშავებთო", ხალხი რომ მიწის ქვეშ იყო იმ დროს გაბედეს და გამოგვიცხადეს, ჰოდა რა გაოცებულები ხართ ზოგიერთი, მწერალთა სახლის დირექტორის დანიშვნის გამო????


აბა ამ ზემოთჩამოთვლილის გამპროტესტებელ რომელიმე მწერალს ხომ არ დანიშნავდა ოცნება?! ვერ გავიგე რუსეთის ხელისუფლებას ვარქმევთ და ვეძახით ამ არაქართულ ოცნებას და რუსული კანონის მომხრეს და ხმის მიმცემს დანიშნავდა აბა რა?!

P.S

არა რუსულ კანონს !

არა არაქართულ ოცნებას!

კი ბატონო, ოღონდ აქ არა, ეს ქუჩაში უნდა ითქვას!

სხვა დანარჩენი უკვე უხერხული ფბ. კაკუნი და " ლირიკაა"!"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრიდან საქართველოს მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ცნობისთვის, დუმბაძე გახლავთ ის დეპუტატი, რომელმაც მხარი ე.წ. აგენტების შესახებ რუსულ კანონპროექტს დაუჭირა. ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანები მწერალთა სახლის ხელმძღვანელად „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნასთან დაკავშირებით საერთო განცხადებას ავრცელებენ.


განცხადების ხელმომწერები კულტურის სამინისტროს პოლიტიკას დაუმარჩილებლობას უცხადებენ. შესაბამისად, ისინი არც მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს აღიარებენ. განცხადებაში, რომელსაც 80-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, აღნიშულია, რომ კულტურის სამინისტრო ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა და ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. ისინი მოითხოვენ, რომ შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს.










0
416
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
416