x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პერუში მცხოვრებმა იკიტუს ტომმა უცხოპლანეტელებისგან დაცვა ჯარს თხოვა
image
ახალი ინფორმაცია გავრცელდა უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ სამხრეთ ამერიკიდან. ბრიტანული გაზეთის Mirror- ის ცნობით, პერუს სოფელ სან ანტონიოს მაცხოვრებლები შორეულ ალტო ნანაის რეგიონში, სადაც მისვლა შესაძლებელია მხოლოდ მდინარის გასწვრივ მრავალსაათიანი მოგზაურობის შემდეგ, ამტკიცებენ, რომ მათ პერიოდულად ესხმიან თავს ორმეტრიანი არამიწიერი არსებები.

იკიტუს ინდიელების ტომის წევრები ამბობენ, რომ მათ შორის ეს არსებები ცნობილია როგორც "სახეზე ლაქებიანი".


ამ უცხოპლანეტელების აღწერისას სისხლი გაგეყინებათ ძარღვებში: მსხვილი თავები, ყვითელი თვალები, თავზე ჩამოფარებული წამოსასხამებით. მოსახლეობის თქმით, ეს არსებები იკვებებიან ადამიანების სახეებით, მათი ორგანოებითა და ცხიმებით.



image


სოფლის მაცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ იდუმალმა ფიგურებმა მათ თემზე თავდასხმა 11 ივლისს დაიწყეს. ერთ-ერთი მსხვერპლი 15 წლის გოგონა იყო, რომელმაც გაქცევა შეძლო, თუმცა კისრის არეში დაიჭრა. მას შემდეგ ადგილობრივები შიშში არიან. ისინი აცხადებენ, რომ სანადირო იარაღითაც კი ვერ ესვრიან „უცნაურ არსებებს“, თითქოს ისინი დაცულნი არიან ჩვეულებრივი ტყვიებისგან.


ინდიელების ლიდერი ჯაირო დავილა აცხადებს, რომ ერთ-ერთ უცხოპლანეტელს პირისპირ შეხვდა. დავილას თქმით, ეს „რაღაც“ დაახლოებით მეტრ სიმაღლეზე ეკიდა ჰაერში. ფეხზე მომრგვალებული ფეხსაცმელის მსგავსი ეცვა, რომლითაც უცხოპლანეტელი გაფრინდა.



image

მონსტრებისგან თავის დასაღწევად ინდიელებმა მოაწყეს ღამის პატრული ქალების, ბავშვებისა და მოხუცების დასაცავად. ისინი ასევე სთხოვენ ხელისუფლებას ჯარების შემოყვანას, რათა, მათ შეაშინონ იდუმალი არსებები.



მიუხედავად სოფლის მცხოვრებთა დამაჯერებელი ისტორიებისა და ექიმების მიერ დადასტურებული ჭრილობებისა, ექსპერტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ თავდასხმები რეალურად განხორციელდა შორეული გალაქტიკების ხალხის მიერ. შესაძლოა, გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სოფლიდან არც თუ ისე შორს, კრიმინალური დაჯგუფებები არიან დაკავებულნი უკანონო მაღაროების დამუშავებით და სურთ სოფლის მცხოვრებლების შეშინება, რათა, ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ. რაც შეეხება მფრინავ არსებებს, ექსპერტები თვლიან, რომ ისინი შეიძლება იყვნენ დრონები, რომლებიც ურჩხულებივითაა შემოსილი. ასევე, ექიმები არ გამორიცხავენ მასობრივი ფსიქოზის ვარიანტს.

0
218
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0