საქართველო
"ესენი არიან ნორმალურები? მაგის დრო იყო ახლა"- რა ფოტოს ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
2023, 11 აგვისტო, 11:02
"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შოვში ზიარების ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აზიარებს და მათ ქმედებას არანორმალურს უწოდებს:
"ესენი არიან ნორმალურები? მაგის დრო იყო ახლა დაგლეჯილი ცხედრების ნაწილები მანდაა გაბნეული. დაღუპულთა და დაკარგულთა ამჟამად შოვში მყოფი ახლობლები მაინც ეზიარებინათ."– წერს შალვა ნათელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
სოციალურ ქსელში ვირუსივით გავრცელებულ ხელისუფლების წარმომადგენელთა შოვში ზიარების ამსახველ ფოტოს მომხმარებლები ფარისევლობად აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 ადამიანის ძებნა კი კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.