x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ერთი ის დაგრჩენიათ, პრე#ერვატივი ჩამოაცვათ და ეგაა"- რა ფოტოს ავრცელებს იუნა შაფათავა

image


ამერიკაში მოღვაწე მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ერთ - ერთი ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებულ და ამერიკულ ბაზარზე წარმოდგენილ ალკოჰოლურ სასმელს არასათანადო ეტიკეტის გამო აკრიტიკებს და წერს:


"კარდენახი ისთეით.


ასე წარადგენენ ქართულ
ღვინოს ნიუ-იორკის დახლებზე.
ვინ გყავთ ან დიზაინერი, ან მარკეტინგი, ან პატრონი…
რას დასცინით- ქართულ
ღვინოს თუ ქართველი ქალის სახეს ეს?
ჯერ, რომ მახინჯი ნაჯღაბნია, მეორე- საქართველო ამერიკაში ღვინის აკვნად ითვლება.
რატომ


აბანძებთ ასე ყველაფერს და აფუჭებთ?
საშინელი უცოდინრობა და უპატივცემულობაა, საკუთარ პროდუქტთან და წარმოებასთან.
რა ეს ეტიკეტი და რა ის უზრდელი უნამუსო გოგო, თამარ მეფეს რომ პრეზერვატივზე ატკიპავს- ერთი ის დაგრჩენიათ, ის პრეზერვატივი ჩამოაცვათ ღვინის ბოთლზე და ეგაა.
გრცხვენოდეთ!!


ესაა ქართველი ქალის სიმბოლო? ან გუდიაშვილი დაგედოთ, ან ფიროსმანი…
არაფრის აზრზე არ ხართ და ეროვნულ პროდუქტს რას უშვრებით?"-
ვკითხულობთ იუნა შაფათავას ფეისბუქპოსტში, რომელსაც თან ზემოაღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტის ფოტოსაც ურთავს.


image






0
401
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
401