x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135736
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510112
რა მიზეზით თქვა უარი ივანიშვილმა შოვის ტრაგედიაში მეზობლების დახმარებაზე? - რას წერს მაია ორჯონიკიძე

image


"ერთიანი ნაციონალრი მოძრაობის" ყოფილი წევრი და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მაია ორჯონიკიძე 3 აგვისტოს, შოვში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მეზობლების დახმარებაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ ტრაგედიის ადგილზე 24 საათში ჩასულმა ქვეყნის პრემიერმა განაცხადა რომ ქვეყანა მეზობლების დახმარებას არ საჭიროებს, მაშინ როდესაც ორი გადამწყვეტი ღამის განმავლობაში მხოლოდ მაშველების შიშველი ხელების ამარა მიტოვებული სამუშაოები, სპეციალური სამაშველო ვერტმფრენების არქონის გამო შეჩერებული იყო:


"რატომ თქვა ივანაშვილმა (დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი) უარი შოვში დატრიალებული ტრაგედიის დროს უცხოეთიდან შემოთავაზებულ დახმარებაზე? ზუსტად იმავე მიზეზით, რატომაც თავის დროზე პუტინმა უარი უთხრა რუსული წყალქვეშა ნავი “კურსკის” ეკიპაჟის გადასარჩენად დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ დახმარებას. ჯანმრთელი ფსიქიკის და არანაკლებად ჯანმრთელი სინდისის მქონე ადამიანს უჭირს გაგება-რა მიზეზი უნდა ყოფილიყო ისეთი, ადამიანთა სიცოცხლეზე მეტად რომ ფასობს?!


მაგრამ გვავიწყდება, რომ ვოვა პუტინის არ იყოს, ივანაშვილის შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ფსიქიკურად მძიმედ დაზიანებულ ადამიანთან, რომელსაც ორგანულად არ გააჩნია ადამიანებისადმი ემპათიის, თანაგრძნობის უნარი-გამონაკლისს მხოლოდ მისი ოჯახის წევრები წარმოადგენენ. ანუ ბედის სასტიკი ირონიით, საქართველოს სოციალური კიბის თუ პირამიდის თავზე მოექცა აბსოლუტურად ანტი-სოციალური ფსიქოპატი, რომელიც მართლა თვლის საქართველოს სახელმწიფოს თავის პირად ბოსტანად, ამ ბოსტანში მცხოვრებ ადამიანებს კი მის მომხრე ან მოწინააღმდეგე პაიკებად-სადაც მომხრე პაიკები წახალისდებიან, მოწინააღმდეგეები კი დაისჯებიან. სადაც მის ბუნებრივ უფლებად თვლის რაც უნდა ის აკეთოს, ყველა კი ვალდებულია მისი ნება ზედმიწევნით აღასრულოს. ანუ ადამიანი ისეთ ფსიქიკურ ლაბირინთშია მოქცეული, სადაც მხოლოდ თავდაცვის და საკუთრების დაცვის ინსტიქტები მუშაობს, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ ატროფირებული აქვს.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დიდი გულუბრყვილობაა მისგან ჯამრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელ ემოციებს ან ქმედებებს ველოდოთ, რადგან მისი ავადმყოფური ლოგიკა ასეთია -უცხოელებს არაფერი ესაქმებათ ივანაშვილის ბოსტანში! მათ შეუძლიათ ტურისტებად ჩამოსვლა, მაგრამ დასავლეთისგან დახმარების მიღება იმ სიტუაციაში, როდესაც მის მიერ აწყობილ (რეალურად კი დანგრეულ) ქვეყანაში სახელმწიფოს არცერთი სტრუქტურა არ ფუნქციონირებს-დახმარების მიღება ამ ფაქტის აღიარება იქნებოდა მხოლოდ, რაც ივანაშვილისთვის დამამცირებელია. ზუსტად ამ მიზეზით თქვა დასავლურ დახმარებაზე უარი ვლადიმერ პუტინმაც და ამ გადაწყვეტილებით რამდენიმე ათეული ადამიანი წყალქვეშა ნავში დასაღუპად გაწირა. მოგვიანებით, როცა მას ჰკითხეს-რა დაემართა წყალქვეშა ნავს, მან იდუმალი ღიმილით (!) უპასუხა: ის ჩაიძირა.

ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ და გავითავისოთ-ჩვენ არ გვაქვს საქმე ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანთან! ნუ ვუდგებით ივანაშვილს ჩვენი ზნეობრივი საზომებით, რადგან ეს გვიშლის ხელს მის ადეკვატურად შეფასებაში, პროგნოზირებაში, ჩვენი რეალობის მთელი სისაზარლისა და შიზოფრენიულობის აღქმაში. ეს კი თავისმხრივ გვიშლის მასთან ეფექტური ბრძოლის სწორ ტაქტიკასა და სტრატეგიაში-დაავადებას ვერ უმკურნალებ იქამდე, სანამ მის ზუსტ დიაგნოზს არ დაადგენ! იგივე ეხება ივანაშვილის გარემოცვის უკლებლივ ყველა წევრს-ის ხომ ამ გარემოცვას საკუთარი modus vivendi-ს მიხედვით ირჩევდა, ანუ გარშემო თავისი კლონები შემოიკრიბა, განსხვავება აქ მხოლოდ მასშტაბებშია.

სწორედ ამიტომ მწარედ მეღიმება ჩვენი საზოგადოების ე. წ. ოპოზიციური სეგმენტის ნაწილის მიერ უკეთეს შემთხვევაში ინფანტილურ, უარეს შემთხვევაში კი სრულიად შეგნებულ კახი კალაძის “გაპრავების” კამპანიაზე, რა დროსაც მწუხარებისგან განადგურებულ, შეურაცხყოფილ ადამიანებს ფსევდო-ობიექტურობის საფარქვეშ აქეთ ამუნათებენ-თქვენც ქოცები ხომ არ ხართ, როგორ დაუშვით კალაძე რომ ამას იკადრებდაო? აბა რით განსხვავდებით ქოცებისგანო?! ჰო, ჯერაც არ უკადრია კალაძეს-ვაკის პარკის, წყნეთის ტრაგედიები სულ ცინცხალია და ამ უბედურებათა შემდეგ ის ისევ უტიფრად ზის თბილისის მერის სავარძელში და არსად წასვლას არ აპირებს!

საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ? ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ცხრა თვის ბავშვის მკვლელობით მოვიდა-იმ ძალის საკვანძო ფიგურაზე როგორ უნდა ამოგცდეს, რომ რაიმეს “არ იკადრებდა”?! აღარაფერს ვამბობ სრულიად დაუშვებელ შედარებებზე, როდესაც რუსული ლუბიანკის ჯურღმულებში შექმნილი ჭორი საქართველოს საამაყო პირველ ლედიზე და სრულიად დისკრედიტირებული საჯარო პირის მიმართ რელევანტური ეჭვები ერთ ზნეობრივ სიბრტყეში განიხილება!


ნდობაზე დიდი კაპიტალი ადამიანს და მითუფრო პოლიტიკოსს არ გააჩნია და მრავალჯერ რეპუტაცია შერყვნილ და ხალხის ნდობის მანდატის დაკარგულ კორუმპირებულ მერზე ხალხმა რომ ეჭვი გამოთქვას-იმის უფლებაც აღარა აქვს, ისედაც შეურაცხყოფილს, მოტყუებულსა და გაძარცვულს?! მახსენდება ძველი და ნაღდი ფრაზა: მორალზე ყველაზე მეტს როგორც წესი მორალისგან დაცლილი ხალხი ლაპარაკობსო. ამიტომ მორჩეს ხალხისთვის მორალის კითხვა და მსხვერპლისა და მოძალადის ერთ ზნეობრივ სიბრტყეზე განხილვა."- წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით ჩაფრინდა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ონის მერის თქმით, შოვში დაღუპული 21 პირიდან ამ ეტაპზე 19 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანი იქნა გამოყვანილი.


ახლა კი მინდა გაგახსენოთ 2000 წლის 12 აგვისტოს, ბარენცის ზღვაში რუსული ბირთვული სამხედრო წყალქვეშა ნავის "კურსკის" ჩაძირვის ისტორია, რომლის დროსაც ეკიპაჟის 118-ვე წევრი დაიღუპა. "კურსკის" ტრაგედია დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კატასტროფად. "NATO"-ს 11-მა წევრმა ქვეყანამ მაშინ რუსეთს დახმარება შესთავაზა, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა ოპერაციაში მათ ჩართულობაზე უარი განაცხადა.


გაჩნდა ეჭვი, რომ კრემლმა დახმარების მიღება განგებ გააჭიანურა. ტრაგედიიდან 5 დღის შემდეგაც კი მეზღვაურების ამოყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ამან რუსეთის პირველი პირის სიჯიუტე მაინც ვერ გატეხა - პუტინმა საზაფხულო რეზიდენციიდან უპასუხა მედიისა და საზოგადოების ინტერესს: "სიტუაცია კრიტიკულია, მაგრამ ჩრდილოეთის ფლოტს აქვს ყველა შესაძლებლობა და მატერიალური რესურსი, რომ სამაშველო ოპერაცია უცხოური დახმარების გარეშე განახორციელოს".


მეზღვაურები, რომლებიც დახმარებას რამდენიმე დღე უშედეგოდ ელოდნენ, ზღვის ფსკერზე დატოვეს და სასიკვდილოდ გაწირეს, ხოლო როდესაც ათეულობით ფაქტი გამოაშკარავდა, რომელიც სამხედრო-საზღვაო ფლოტის, ჩრდილოეთის ფლოტისა და იმ დივიზიის მეთაურების გულგრილობასა და დაუდევრობაზე მეტყველებდა, ეკიპაჟის წევრების ახლობლებმა აღნიშნული ფაქტი გაასაჩივრეს, თუმცა უშედეგოდ. ჯერი სტრასბურგის სასამართლოზე მიდგა - ოჯახის წევრებმა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს. სტრასბურგში საქმის გაგზავნის შემდეგ, ხელისუფლებამ ზეწოლა ყველა მიმართულებით განახორციელა.

მიზანში ამოიღეს მედია, ოჯახის წევრები და მათი უფლებათდამცველიც კი. ადვოკატი ქვეყნიდან გააქციეს. მის გარეშე დარჩენილმა ახლობლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ამას ხელი შეუწყო იმანაც რომ რუსეთში ვერც ერთმა ადვოკატმა "კურსკის" საქმისთვის ხელის მოკიდება ვერ გაბედა.


ცნობისთვის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "ლარი კინ­გის შო­უ­ში" პირ­ვე­ლად 2000 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მა­შინ­დე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან ჟურნალისტის მიერ "კურსკის" შე­სა­ხებ დას­მუ­ლი შე­კი­თხვა ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­ა­მახ­სოვ­რდა და მათ შორის მეც, ლარი კინგის კითხვაზე "იცით რა და­ე­მარ­თა თქვენს წყალ­ქვე­შა ნავს?", პუ­ტინ­მა თვითკმაყოფილებით უპა­სუ­ხა: "ის ჩა­ი­ძი­რა".











0
590
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
590