საქართველო "ბერას გადასარჩენად რამდენს მოასწრებდა ხვდებით?"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვლი 2023, 10 აგვისტო, 8:18 "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის მიერ შოვის საზარელ ტრაგედისთან დაკავშირებით გაკეთებულ განხადებას იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს ადამიანებს ევაკუაციისთვის 12 წუთი არ ეყოფოდათ სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სიცრუეში ამხელს. ჩერგოლეიშვილის თქმით, საქმე არა რიგითი ადამიანის, არამედ ბერა ივანიშვილის გადარჩენას რომ შეხებოდა აი, მაშინ 12 წუთი საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდებოდა:"ვიღაც სამთავრობო მძორს ალაპარაკებენ 12 წუთი ხალხის ევაკუაციისთვის არასაკმარისიაო, მაშინ როცა ყველა გადარჩა, ვინც ბუნებრივი არხიდან რამდენიმე ათეული მეტრით შორს - მაღლობზე იყო.რამდენიმე ათეული მეტრი და 12 წუთი!ანუ მათივე აღიარებით, 12 წუთი ჰქონდათ ადამიანებს სიცოცხლის გადასარჩენად და იმის გამო, რომ სისტემა ჩამპალია და ივანიშვილის 100 წლოვანი ხეების თრევა და მისი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ტალახის სროლაა თვითმმართველობის ფუნქცია, ეს 12 წუთი ვერ გამოიყენეს.ბერას გადასარჩენად რომ ჰქონოდა კოლექტიურ გოჩა ენუქიძეს 12 წუთი, რამდენს მოასწრებდა ხვდებით?ამიტომაა ეს სისტემა ჩამოსანგრევი თავისი ოლიგარხებიან-მონებიანად - იგივე მოხდება რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, თუ ვირუსად ის ითვლება ვინც ფორმულას და მთავარის პატრონს არ ეთანხმება."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.გლაციოლოგიაში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის და ახალი ზელანდიის ანატარქტიკის კვლევითი ცენტრის მეცნიერის ლევან ტიელიძის თქმით, 5 წუთიც კი შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ადამიანებისთვის თავის უსაფრთხო ადგილას შესაფარებლად:"გააჩნია, სად დგას ეს მოწყობილობა. რა თქმა უნდა, როცა უკვე განგაშია, თუნდაც 10 წუთი საკმარისია, რომ გაერიდო, მეტი შანსი გაქვს, ვიდრე ის, რომ სიგნალი საერთოდ არ გაქვს. 5 წუთიც შეიძლება იყოს საკმარისი, რომ სირბილით რაღაც მანძილი დაფარო და უსაფრთხო ადილას გადახვიდე, მით უმეტეს, 10 წუთი. ეს არის ადაპტირებული მეთოდი, შვეიცარიის მყინვარების მონიტორინგის ქსელი რომ ნახოთ, ალპები დაფარულია ადრეული შეტყობინების სისტემებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ხალხი აღარ დადის და აღარ ცხოვრობს, უბრალოდ, უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მშვიდად აგრძელებენ ცხოვრებას. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა გარკვეული დოზით პრევენცია მოხდეს."- განაცხადა ლევან ტიელიძემ.შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე დაგვიანებით სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი ჩაფრინდა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 13 ადამიანის ძებნა კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.841 1-ს არ მოსწონს |