საზოგადოება სასამართლომ tkt.ge-ს კინოთეატრების ბილეთების ექსკლუზიურად გაყიდვა აუკრძალა 2023, 9 აგვისტო, 22:34 ![]() ზემოხსენებული პირობის ფარგლებში, "სადისტრიბუციო კომპანია" შპს "თინეთს", 2 წლის ვადით, ექსკლუზიურად გადასცემდა ქვეყანაში მოქმედი 6 ძირითადი კინოთეატრის ბილეთებს ონლაინ რეალიზაციის მიზნით და იღებდა ვალდებულებას, არ გადაეცა კინოთეატრის ბილეთები სხვა კომპანიებისათვის, რაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შეფასებით, ამავე საქმიანობით დაკავებული სხვა სუბიექტების ბაზრიდან განდევნას იწვევდა. კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისთვის, მოკვლევის 6 საქმეს სწავლობს. 2023 წელს, უწყებამ 2 მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში, 6 საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 36 შეფასება არ არის
|