x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზღვის წყლის და ჰაერის გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

წარმოდგენები ზღვის წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მეცნიერების და კონკრეტულად მედიცინის განვითარება მოხდებოდა. ძველი ბერძნები: ევრიპიდე, პლატონი და არისტოტელე, ხაზგასმით აღნიშნავდნენ მისი სარგებლობის შესახებ. «მზით და ზღვის წყლით მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა პათოლოგიების უმრავლეს შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ეს ქალის დაავადებებს ეხება», — წერდა ჰეროდოტე (ძვ. წ. აღრ. V ს.). ხოლო, ჰიპოკრატემ «მედიცინის ტრაქტატში» (ძვ. წ. აღრ. IV ს) აღნიშნა, რომ ზღვა დადებითად მოქმედებდა მკურნალობის პროცესზე და განკურნებას აჩქარებს.


image


გავიდა ასწლეულები და მოსაზრება, ზღვის წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ, თანდათანობით დავიწყებას მიეცა. მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ, მხოლოდ მაშინ გაიხსენეს, როდესაც ინგლისელი ექიმები მიხვდნენ, რომ ბრიტანეთის კუნძულები, ფაქტობრივად, სამკურნალო აბაზანაში «ტივტივებდნენ»...

ექიმი რიჩარდ რასელი თავის ნაშრომებში: «De Tabe Glanduri» (1750 წ.) და «ზღვის წყლის გამოყენება გლანდების და სიმსივნის მკურნალობის ტრაქტატი» (1752 წ.), ძველ წყაროებზე დაყრდნობით, არა მარტო ზღვაში ბანაობის, მისი დალევის რეკომენდაციასაც იძლევა (XVIII საუკუნეში ზღვა და მსოფლიო ოკეანე ასე არ იყო დაბინძურებული. რედ.). ის ზღვის წყლის ქიმიურ შემადგენლობას აღწერდა და მის 4 მთავარ თვისებას გამოყოფდა:


I. მარილიანობა;

II. სიმწარე (გოგირდის და ნახშირწყალბადის ნარევის არსებობის გამო);

III. აზოტის შემცველობა;
IV. ზეთოვნება (აღნიშნა, რომ მსგავსი თვისება წყაროს წყალს არ გააჩნია).


«ზღვის წყალი — სხეულის გახრწნისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა», — ამტკიცებდა რასელი.

XVIII საუკუნის ბოლოს, ევროპის ზღვის სანაპიროებთან, SPA–კურორტები გაიხსნა და იმ ადგილებზე, ამჟამად უმსხვილესი გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ცენტრები ფუნქციონირებს. მაგ., სკარბრე (Scarborough, ბრიტანეთი), ბრაიტონი (Brighton, ბრიტანეთი). 1780 წ. ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III, ექიმის რეკომენდაციით, უეიმუნთშ (Weymouth) ისვენებდა და ლა–მანშის სრუტეში ბანაობდა. ამ ფაქტმა ქვეყანაში, ახალი ტრენდის დამკვიდრება გამოიწვია — ბანაობა «ექიმის დანიშნულებით».

XIX საუკუნის დასაწყისისთვის, მედიცინამ საბოლოოდ აღიარა ზღვის წყლის სასარგებლო თვისებები და მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნა, რომ ზღვის სიახლოვეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

1867 წ. ექიმმა დე ლა ბონარდემ მედიცინაში ტერმინი თალასოთერაპია (ბერძ. thalassa — ზღვა) დანერგა, რაც ზღვის ჰაერით და პერიოდულად, ზღვაში ბანაობით მკურნალობას გულისხმობდა. საფრანგეთში მკურნალობის ეს მეთოდი, ძალიან პოპულარული გახდა და სულ მალე, თალასოთერაპია საფრანგეთის საზღვრებს გასცდა — ზღვაზე დასვენება და მკურნალობის ტრადიცია, ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაინერგა.

1899 წ. ფრანგმა ლუი ბარგომ აღმოაჩინა, რომ რევმატიზმით და ართრიტით დაზიანებული სახსრების აღდგენა, შემთბარი ზღვის წყლის პროცედურებით იყო შესაძლებელი. მან როსკოფში (Roscoff, საფრანგეთი) ზღვის ინსტიტუტი დააარსა და სახსრების პრობლემების მქონე პაციენტებს მკურნალობდა. დღეს იმ ადგილზე, პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.

გასული საუკუნის დასაწყისში, ფრანგმა ბიოლოგმა რენე კინტონმა დაამტკიცა, რომ ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა და ადამიანის ორგანიზმის შიდა გარემო, ძალიან ჰგავს ერთმანეთს (ის წლების მანძილზე, სისხლის პლაზმის და ზღვის წყლის შემადგენლობას სწავლობდა და ერთმანეთს ადარებდა). მან დაადგინა, რომ ზღვის განსაკუთრებული მიკროფლორა — პლანქტონი — მის სისუფთავეს უზრუნველყოფს და რომ, ზღვის წყალს უნიკალური ანტიბაქტერიული ეფექტი გააჩნია. ხოლო, ზღვის მარილები უმნიშვნელო რაოდენობის რადიაქტიურ ელემენტებს შეიცავს, რომელსაც რადიაციის ნეიტრალიზება და დაბალანსება შეუძლია.

ზღვის წყლის ძირითადი კომპონენტი კი, ნატრიუმქლორიდია (NaCl) — სუფრის მარილი. მაგ., მკვდარ ზღვაში ამ მარილის კონცენტრაცია, დაახლოებით, 30 %–ია, ხმელთაშუა ზღვაში კი, მხოლოდ — 3 %. მაგრამ, ზღვის წყალი სხვა სასარგებლო მინერალებით და მიკროელემენტებითაც არის მდიდარი. მათ შორის არის: კალიუმის ქლორიდი (KCl), მანგანუმი (Mn), კალციუმი (Ca), მაგნიუმის და კალიუმის სულფატები და კარბონატები. სანაპირო წყლები, შეიძლება, ასევე შეიცავდეს მცირე რაოდენობით ბრომს (Br), იოდს (I), ბორს (B) და გოგირდმჟავას (H2SO4 ) თავისუფალი სახით.

გარდა ამისა, ზღვის წყალში ასევე არის: ოქრო, დარიშხანი, ტყვია, თუთია, სპილენძი, ვერცხლი, სტრონციუმი, ცეზიუმი და რუბიდიუმი.

ახლა კი, კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ზღვის წყალს?
ის მარილიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დალევა არ შეიძლება. სამაგიეროდ, ზღვაში ბანაობას ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. ზღვაში ბანაობისას, წყალი ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს, რომელიც კანის ფორებიდან გამოიწოვება, — ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით. ამიტომ, ზღვაში ცურაობის შემდეგ, შხაპის მიღება აუცილებელია. გარდა ამისა, ზღვის წყლის პროცედურების შედეგად ხდება:


იმუნიტეტის გაძლიერება;
სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება;
სისხლძარღვების ვარჯიში;
მეტაბოლიზმის დაჩქარება;
წინააღმდეგობის გაზრდა რესპირატორული დაავადებებისადმი;
კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესება;
სისხლის ჟანგბადის გაჯერება.


გარდა ამისა, ზღვა დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მას შეუძლია სიმშვიდის დაბრუნება და სულიერი წონასწორობის აღდგენა. საღამოს საათებში, ზღვის სანაპიროზე გასეირნება, ან ზღვასთან წიგნის კითხვაც კი, საკმარისია, ადამიანის ხასიათის და გუნება–განწყობის გამოსასწორებლად.


ზღვის წყლის გარდა, სასარგებლოა ზღვის ჰაერიც, რადგან მის შემადგენლობაში არის სითხე, რომელიც თავის მხრივ, სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. საკმარისია ადამიანმა ჩაისუნთქოს, რომ ეს ნივთიერებები ორგანიზმში ხვდება. ამიტომ, თერაპიულ ეფექტს, ზღვაზე დასვენების დროს, ისინიც იღებენ, ვინც ზღვაში არ ჩადის. ამ ეფექტის მისაღებად კი, ზღვის სანაპიროდა, 200 მ–ის პერიმეტრში სეირნობაც საკმარისია. ზღვის ჰაერის ინჰალაცია კი:


წმენდს ლორწოვანი გარსებს;
წინააღმდეგობას უწევს ალერგენებს;
ასუსტებს ასთმის სიმპტომების;
ზრდის წითელი უჯრედების რაოდენობას სისხლში;
ზრდის ფილტვების ვენტილაცია.


ჯანმრთელობისთვის, ზღვის ჰაერი კიდევ იმიტომ არის სასარგებლო, რომ ის ბევრად უფრო სუფთაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა რეგიონის ჰაერი. ამ მხრივ, მისთვის კონკურენციის გაწევა, მხოლოდ მთის ჰაერს თუ შეუძლია. ზღვის და მთის ჰაერი ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს და მას ზედმეტი ნახშირორჟანგისგან ათავისუფლებს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რაც არ უნდა გავაკეთოთ, ყველას წინასწარ განსაზღვრული სიცოცხლის ხანგრძლივობა გაგვაჩნია...

* იდუმალი პროექტი, რომელიც აშშ–ს ხელისუფლებამ წარმატებული შედეგის მიღების შიშით დახურა

* ყველაზე საშინელი მოვლენა ევროპის ისტორიაში

* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?



0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0