სხვა მამაკაცმა გამოიწერა iPhone 14 Pro და მიიღო ორი საპონი 2023, 5 აგვისტო, 17:56
მეწარმემ მოსკოვის რეგიონიდან ორი ცალი სარეცხის საპონი 100 000 რუბლად შეიძინა (დაახლოებით 2700 ქართული ლარი), ალბათ იკითხავთ "რატომ არის ასე ძვირი?" - საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში ახალგაზრდა კაცმა ახალი iPhone-ი იყიდა, თუმცა მის ნაცვლად ყუთში საპნები დახვდა.
როგორც "ტელეგრამზე" SHOT იტყობინება, ეს ინციდენტი ქალაქ ლიკინო-დულიოვოში მოხდა. 26 წლის სერგეიმ შეუკვეთა iPhone 14 Pro . კარგა ხანს ელოდა სანუკვარი „ვაშლის“ ჩამოსვლას და ბოლოს რა შედეგი მიიღო...მიაკითხა გაცემის პუნქტს, აიღო შეკვეთა და გახარებული წავიდა სახლში. თუმცა სახლში იმედგაცრუება ელოდა: ლამაზ ყუთში აიფონის ნაცვლად ორი საპონი იდო. აბა საპნით ვერც სელფს გადაიღებ და ვერც ინტერნეტში შეხვალ, დარეკვას რომ თავი დავანებოთ. ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა პოლიციას მიმართა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, ვინ და შეძენის რა ეტაპზე შეცვალა "ვაშლის სმარტფონი", " ვაშლის საპნით." ადრე ვწერდით ანალოგიურ ინციდენტზე, როდესაც მამაკაცმა მალაიზიიდან ინტერნეტ-მაღაზიით გამოიწერა პენისის გამადიდებელი ნოწყობილობა 170$-ად, მაგრამ გამყიდველებმა მას გამოუგზავნეს 5$-ად ღირებული ლუპა და თანაც ინსტრუქციაც მოაყოლეს. მყიდველმა საჩივარი შეიტანა მომხმარებელთა დაცვის გაერთიანებაში, რომ დაისაჯონ მახვილგონიერი თაღლითები, როგორც კავშირის თავმჯდომარემ მაიკლ ჩონგმა განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჩონგმა აღნიშნა, რომ მამაკაცებმა, რომლებმაც პენისის "გამადიდებელი ხელსაწყო" გამოიწერეს, სინამდვილეში ყოვლად უსარგებლო და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის სახიფათო საგნებს ღებულობდნენ. 109 2-ს მოსწონს
|