პროფილაქტიკა ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად 2023, 4 აგვისტო, 11:56 მნიშვნელოვანი ფაქტები თაფლის პოზიტიური გავლენის შესახებ!
თაფლი — ტკბილი, თხევადი ოქროა, ჯანმრთელობის ბუნებრივი ელექსირი. ოდესმე თუ გიცდიათ მისი მიღება ძილის წინ? მაშინ როდესაც, სხვადასხვა თანამედროვე პუბლიკაციები აჭრელებულია ინფორმაციით თუ რამდენად საზიანოა ტკბილის ჭამა ღამით, ძველ ინდურ და ჩინურ ტრაქტატებში მკურნალები დაჟინებით გვირჩევენ ძილის წინ 1 კოვზ თაფლის მიღებას. ჩვენ მოვიძიეთ სანდო ფაქტები, რომ ისინი სრულიად მართლები იყვნენ! როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე პროდუქტთან კომბინაციაში, თაფლი სხვადასხვანაირად მოქმედებს ორგანიზმზე. სტატიაში წარმოგიდგენთ 6 მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა მიირთვათ დაძინების წინ თაფლი. თაფლის სარგებელი ძილის წინ ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს
წვავს ცხიმებს კვების სპეციალისტმა (წარსულში ბიო-ქიმიკოსი) მაიკ მაკინესმა აღნიშნა, რომ სპორტით დაკავებული ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ თაფლს, 10-ჯერ უფრო მეტ ცხიმს წვავენ მათზე, ვინც ანალოგიურად ვარჯიშობს და თაფლს არ იღებს. საკუთარი დაკვირვების საფუძველზე, მაიკმა შეიმუშავა თაფლის დიეტა, რომელიც გვთავაზობს შაქრის სრულ ჩანაცვლებას ამ საოცარი პროდუქტით. ერთი კოვზი თაფლი ღამით – ერთ-ერთი ამ წესთაგანია. აჯანსაღებს ღვიძლს ღვიძლის ჯანმრთელობა – მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობას ნიშნავს. ზუსტად ძილის დროს, სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ეს ორგანო განახლებასა და აღდგენას განიცდის. განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს მასზე თაფლისა და გოგრის წვენის ნაზავი, რომელსაც ერთი თვის მანძილზე იღებენ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნად და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. ახალგამოწურულ გოგრის წვენს (დღიური ნორმა 200 მლ.გ.) უმატებენ თაფლს და იღებენ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას 1 ჩ.კ. თაფლი – ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას გაწვდით. ნიორი – ძლიერი იმუნოსტიმულატორი. ეს ორი პროდუქტი ერთად ფლობს სუპერ ძალას ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ. გასუფთავებულ ნიორს დაასხით თაფლი და დააყენეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. ძილის წინ. ეს საშუალება ასევე კარგად უმკლავდება ხველას. გსურთ საწოლიდან ენერგიით სავსე და კარგი განწყობით წამოდგეთ? არ დაგავიწყდეთ გაღვიძებისას მიიღოთ ერთი ჭიქა წყალი თაფლით და ლიმონის წვენით. ერთხელ მაინც გააკეთეთ ეს და შემდეგ ინანებთ, უფრო ადრე რომ არ სცადეთ. ყველა, ზემოთ აღწერილი სამკურნალო თვისება მხოლოდ ნატურალურ თაფლს ახასიათებს! ასევე დაგაინტერესებთ: რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ? ამ ხილის საოცარი თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის! რატომ უნდა მოვიმარაგოთ თუთის ფოთლები ზამთრისთვის? რატომ არის შაქარი დამანგრეველი ჩვენი ორგანიზმისთვის? – ამის 59 მიზეზს ექიმი ნენსი ეფლტონი დაგისახელებთ რატომ გვირჩევენ მედიკოსები ალოეს წყლის მიღებას განსაკუთრებით ზაფხულში? იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი? ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! 1769 5-ს მოსწონს
|