აფხაზეთი „ნათია ბახტაძე მოკლეს, ცხედარი ენგურჰესში გადააგდეს“ - აფხაზეთის პროკურატურა+ვიდეო 2023, 3 აგვისტო, 16:41 თვითგამოცხადებული აფხაზეთის ე.წ. გალის პროკურატურის ცნობით, გალში დაკარგული ახალგაზრდა ქართველი ქალის ნათია ბახტაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წინასწარ განზრახვით მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული, ქალაქ ოჩამჩირის მკვიდრი აინარ ცვიჟბა, რომელმაც წინასწარი ცნობით, ბრალი აღიარა. უწყების ინფორმაციით, 28 ივლისს ოჩამჩირეში მცხოვრებმა აინარ ცვიჟბამ გოგონა ავტომობილ „ლექსუსის“ სალონში მოკლა. „ეჭვმიტანილმა ცვიჟბა ა.თ. აღიარა თავისი საქციელი და განაცხადა, რომ ცხედარი გადამალა მდინარე ენგურზე მდებარე მესამე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურში. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს მოკლული ბახტაძის ნ.გ.-ს ცხედრის აღმოსაჩენად.“ - ნათქვამია განცხადებაში. პრესრელიზში დანაშაულის მოტივი არ სახელდება. ამ დროისთის მაშველები და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ჰესის მესამე ვარდნილთან ნათია ბახტაძის ცხედარს ეძებენ, იუწყება ГалМедиа.. ნათია ბახტაძე მუშაობდა გალის საშუალო სკოლაში, ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას. ინფორმაცია ბახტაძის გაუჩინარების შესახებ 31 ივლისს გავრცელდა, პირველ აგვისტოს კი მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 4-დღიანი ძებნის შემდეგ ნათია ბახტაძე გარდაცვლილი იპოვეს. თუმცა, ახალგაზრდა ქალის დედამ აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა. „ნათია ცოცხალია, ხოლო ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ის გაიტაცა, დაკავებულია“, - წერდა აგუმავა სოციალურ ქსელში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სსკ-ის 99-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობა), რომლითაც საქმე აღიძრა, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე. 236 5-ს მოსწონს
|