ფსიქოლოგია რა არ უნდა გააკეთოთ,როდესაც ძლიერ გაბრაზებული ხართ 2023, 2 აგვისტო, 17:06
1-არ დაიძინოთ-როდესაც გაბრაზებულ მდგომარეობაში ხართ არაა რეკომენდირებული ძილი, მაგ დროს ორგანიზმში ნეგატიური, უარყოფითი ემოციები არა მარტო გრძელდება, არამედ მრავლდება.
ჩვენი ორგანიზმი ამუშავებს ინფორმაციებს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იყო მიღებული.
2-არ მიუჯდეთ საჭეს-ძლიერი ნერვიულ აღზნების პირობებში ნუ მიუჯდებით საჭეს, მაგ დროს ფაქტიურად დაკარგული გაქვთ კონცეტრაციის უნარი, შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე იყოს. 3-გაბრაზება სხვაზე არ გადაანთხიოთ-კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანი, რომელიც სხვაზე "იყრის ჯავრს", ცხოვრებაში ბევრად უფრო ნაკლებად ბედნიერია და უფრო ბოროტია. 4-არ ჭამოთ-ძლიერი გაბრაზების მომენტში ადამიანს შიმშილის გრძნობა უქრება, ნეგატიური ემოციის პერიოდში ორგანიზმი ცუდად უმკლავდება საკვების გადამუშავებას. 5-კამათი აღარ გააგრძელოთ-გაბრაზებული ნუღარ გააგრძელებთ კამათს, შეიძლება ისეთი რამეები წამოროშოთ, რომ შემდგომ სანანებელი გაგიხდეთ. 6-არ დატოვოთ პოსტი ან კომენტარი ინტერნეტში-შემდგომ როცა დაწყნარდებით და უფრო საღი გონებით შეხედავთ თქვენი გაბრაზების მიზეზს, შეიძლება შეგრცხვეთ და ინანოთ. 7-არ გააგზავნოთ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით სმს-ი..მიზეზი იგივეა, რაც მე-6 პუნქტში. 8-არ მიიღოთ ალკოჰოლი-სპირტიანმა სასმელმა შეიძლება კიდევ უფრო იმპულსური და აგრესიული გაგხადოთ, რითაც უკან დასახევი შესარიგებელი ან საბოდიშო გზა შესაძლოა საბოლოოდ მოიჭრათ. 9-გაისინჯეთ არტერიული წნევა- გაბრაზები და ნერვიულობის პერიოდში არტერიული წნევა ზემოთ იწევს, რაც ინსულტის ან ინფარქტის წინაპირობაა...აუცილებლად გაისინჯეთ წნევა. 10-ნუ ჩაუღრმავდეთ და ნუ დაიწყებთ გამოძიებას-ვთქვათ იმ ადამიანს, რომელმაც თქვენ გაწყენინათ ნუღარ ჩაეძიებით ბოლომდე, ნუ დაიწყებთ გამოძიებას, ნუ დაიწყებთ მიზეზის ძებნას, ნუ ამოქექავთ და გაიხსენებთ რაღაც სხვა ამბებს მასთან დაკავშირებით, ამან შეიძლება უფრო აგრესიული გაგხადოთ. 125 4-ს მოსწონს
|