x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, ასე სჯიან სხვა ქვეყნებში სე#სუალურ მანიაკებს

image


გაუპატიურებაში ბრალდებული ამერიკელი სტუდენტის ბროკ ტერნერის საქმემ, რომელიც ციხეში ექვსი თვით გაუშვეს, თუმცა მან სასჯელის მხოლოდ 3 თვე მოიხადა, საზოგადოების აღშფოთება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელი მსოფლიოს სოციალურ ქსელებში გამოიწვია. ბევრი თვლიდა, რომ ის ჩადენილი დანაშაულისთვის საკმარისად არ დაისაჯა, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ამერიკულ მართლმსაჯულებას შესაბამისი საკანონმდებლო და სასამართლო მექანიზმების გადახედვისკენ მოუწოდებდა. დღეს, გადავწყვიტე გაგაცნოთ რა სასჯელი ემუქრებათ სხვა ქვეყნებში ძალადობაში მსჯავრდებულებს. ზოგიერთი პუნქტი - სუსტი გულის მქონეთთავის ნამდვილად არ არის! მაგრამ რას ვიზამთ კანონი მკაცრია, თუმცა კანონი კანონია.





ჩრდილოეთ კორეა


image


ჩრდილოეთ კორეაში მსხვერპლს მოძალადის მოკვლის შესაძლებლობა ეძლევა. დამნაშავეს სიკვდილით სჯიან, მსხვერპლი კი დამხვრეტთა ჯგუფის ნაწილია.




ნიდერლანდები


image


უმეტეს ქვეყანაში სქესობრივი აქტი შეთანხმების გარეშე გაუპატიურებად ითვლება, მაგრამ ნიდერლანდებში ეს განსაზღვრება კოცნაზეც კი ვრცელდება. ჰოლანდიელ მოძალადეებს ასაკიდან და საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე 4-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.




ჩინეთი


image


ჩინეთში, სექსუალურ ძალადობაში მხილებულს მყისიერი სიკვდილით დასჯა ემუქრება. სასამართლოს ასევე მოძალადის ფიზიკური კასტრაციაც შეუძლია.





ირანი

image


ირანი თუნდაც უმნიშვნელო, არაძალადობრივი დანაშაულებისთვისაც კი თავისი სასტიკი სასჯელებით არის ცნობილი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იქ მოძალადეებს საჯაროდ სიკვდილით სჯიან რაც ჩამოხრჩობას ან დახვრეტას ითვალისწინებს. თუ მოძალადე სასიკვდილო განაჩენის თავიდან აცილებას მაინც მოახერხებს, მას სამუდამო პატიმრობა ან მათრახით 100 -ჯერ გაშოლტვა ემუქრება.





საფრანგეთი


image


საფრანგეთი უმრავლესობისთვის არქიტექტურულ შედევრებთან, კულტურასთან და რომანტიკულ ატმოსფეროსთან ასოცირდება, თუმცა გაუპატიურებასთან დაკავშირებით იქ მკაცრი მიდგომები არსებობს. საფრანგეთის სასამართლოს შეუძლია მოძალადეს 15-დან 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, უვადო პატიმრობა ან წამება მიუსაჯოს.





ამერიკა


image


ამერიკაში სასჯელი დანაშაულის გარემოებებიდან გამომდინარე შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ გაუპატიურება 50-ვე შტატში დასჯადია, თუმცა თითოეულ შტატს თავისი კანონები აქვს, თუ საქმეს არა ადგილობრივი, არამედ ფედერალური სასამართლო განიხილავს, მოძალადეს გისოსებს მიღმა ყოფნა 30 წლით ემუქრება.





ნორვეგია


image


ნორვეგიაში გაუპატიურებისთვის დანაშაულის სიმძიმის მიხედვით 4-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.





ავღანეთი


image


ავღანეთში სასამართლოს ადამიანის გაუპატიურებაში დამნაშავედ ცნობისთვის და სიკვდილით დასჯის აღსასრულებლად სულ ოთხი დღე სჭირდება. ჯალათის ფუნქიას როგორც ჩრდილოეთ კორეაში, ისევე აქაც მსხვერპლი ასრულებს.




ინდოეთი

image


2013 წელს ინდოეთმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც სექსუალური ძალადობისთვის სასჯელს ამკაცრებს, ახლა მოძალადეებს მინიმუმ 14 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, მაქსიმუმ კი - ჩამოხრჩობა.




საუდის არაბეთი


image


ისევე როგორც ბევრ სხვა არაბულ ქვეყანაში, საუდის არაბეთშიც მოძალადეს სიკვდილით სასამართლო პროცესის დასრულებისთანავე სჯიან.





ეგვიპტე


image


ეგვიპტეში სახალხო ჩამოხრჩობა ხდება, რაც ერთგვარ აღმრზდელობით ხასიათს ატარებს, ადამიანებმა ნათლად უნდა დაინახონ ადამიანი დანაშაულს სადამდე მიჰყავს.



ისრაელი


image


ისრაელის მართლმსაჯულება საკმაოდ ლმობიერია - მოძალადეს აქ 4-დან 16 წლამდე სასჯელი ემუქრება.




არაბთა გაერთიანებული საამიროები


image


არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაუპატიურება საკვდილით დასჯას ითვალისწინებს, რომელიც განაჩენის გამოტანიდან 7 დღის განმავლობაში აღესრულება.





საბერძნეთი


image


საბერძნეთში გაუპატიურებაში მხილებულს ციხე ელოდება. ზუსტი ვადა საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული.





უკრაინა


image

უკრაინაში გაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.














0
524
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
524