სხვა უცნაური და საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან "აქეთურ–იქითური" 2023, 20 აგვისტო, 8:42 ჩინეთში მასწავლებლები მოსწავლეებს, კლასში 20 წუთით დაძინების საშუალებას აძლევენ – ეს იმისთვის, რომ ბავშვებმა უკეთესად ისწავლონ. მეცნიერები ტერმიტებს, როგორც განახლებადი ენერგიის შესაძლო წყაროს სწავლობენ. ამ მწერებს ორ ლიტრამდე წყალბადის გამომუშავება შეუძლიათ, ქაღალდის მხოლოდ ერთი ფურცლის მონელების შემდეგ. ასე, რომ, ტერმიტებს, სამართლიანად შეიძლება ეწოდოს, პლანეტის ყველაზე ეფექტური ბიორეაქტორები. 1916 წელიდან შეერთებულ შტატებში აკრძალულია შენობების ფოსტით გაგზავნა. კანონი იმ შემთხვევის შემდგე გაჩნდა, რაც ბიზნესმენმა უილიამ კოლტჰარპმა ბანკი ააშენა ქ. ვერნალში (იუტას შტატი). მას უნდოდა, შენობა ლამაზი გამოსულიყო და ამიტომ, შენობის აგება ტექსტურული (რელიეფური) აგურით გადაწყვიტა, რომელსაც აღნიშნული ქალაქიდან, 170 კმ-ით დაშორებულ, ქ. სოლტ-ლეიკ-სიტში ამზადებდნენ. ეს XIX ს–ის კბილის ამოსაღები ფორცეფსია. ხრახნი მტკივნეულ კბილში ჩადიოდა, რომ მისი დაჭერა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო... და ეს, ყოველგვარი გამაყუჩებლის გარეშე! ძაღლები ოთხჯერ უკეთ ავლენენ პროსტატის კიბოს, ვიდრე ტრადიციული ტესტები. როგორც კვლევამ აჩვენა, გაწვრთნილ ძაღლს, დაავადების ზუსტად ამოცნობა, 90% შემთხვევაში შეუძლია. ფაუნის წარმომადგენლებს შორის, ყველაზე დიდი ტვინი, სხეულის ზომასთან შედარებით, ჭიანჭველას აქვს. მამრი პაპუასური პინგვინი, მდედრს ცოლობას, ქვით სთხოვს. ყველაზე ძლიერ ცხენი მსოფლიოში, მეტსახელად "ვულკანია" იყო. მან, 1924 წელს, უემბლის ბრიტანულ გამოფენაზე, ადგილიდან 47 ტ. ტვირთი დაძრა, რითაც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ხოლო, ფოტოზე, სავარაუდოდ, მისი შთამომავალია. "ზღვის ოაზისი" — საკრუიზო ლაინერი და ყველაზე დიდი სამგზავრო გემი მსოფლიოში. მისი ზომა რომ წარმოვიდგინოთ, შეგვიძლია ის "ტიტანიკს" შევადაროთ — "ოაზისი", "ტიტანიკზე", 5–ჯერ დიდია. Toshiba – 500 მოდელი, — სკაიპის ადრეული ვერსია, იაპონია, 1968 წ. შავი ზღვის ყველაზე საშიში თევზი — ზღვის დრაკონია (Trachinus draco). მისი ზურგის ფარფლის ეკლები და ლაყუჩების სახურავები ძლიერ შხამს შეიცავს. ელვა ძალიან სასარგებლოა: მას ატმოსფეროდან მილიონობით ტ. აზოტის გამოტყორცნა შეუძლია, რომელიც მიწაზე ილექება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს. ოკეანეში, იმაზე 200–ჯერ მეტი ოქროა, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მოიპოვეს. ზოგიერთი ესკიმოსი მაცივარს იმისთვის იყენებს, რომ პროდუქტები არ გაიყინოს. კოლიბრის სიარული არ შეუძლია... სამაგიეროდ, შეუძლია ზურგის მიმართულებით, ანუ უკუღმა ფრენა. არხის სხვა სიახლეები:* "გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ..." – რა გველის გლობალური კატასტროფის შემთხვევაში?* ფარულად მიმდინარე დაავადებები, რომლის დიაგნოსტირება ცხვირით შეიძლება* უცნაური და წარმოუდგენელი ფაქტები ტიტანიკის შესახებ* ყვითელი და წითელი საზამთრო – იცით რა განსხვავებაა მათ შორის?361 2-ს მოსწონს
|