x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბავშვთა მსხვერპლთშეწირვის 7 ყველაზე სასტიკი მეთოდი
7-სამშენებლო მსხვერპლთშეწირვა-ერთ-ერთი ყველაზე საშინელი პრაქტიკა კაცობრიობის ისტორიაში:ადამიანის ცოცხლად დამარხვა მშენებლობის ფუნდამენტში მისი "გამაგრების" მიზნით.ეს პრაქტიკა დანერგილი იყო აზიის ნაწილში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში...მსხვერპლი იყო როგორც ცხოველები, აგრეთვე ადამიანები..მაგალითად ჩინეთის მემკვიდრე, პრინცი ცაი შეწირეს იმისთვის, რომ დამბა მყარი ყოფილიყო.


უამრავი გვამია ნაპოვნი ძველი სასახლეების ნანგრევებში თუ მეგასტრუქტურებში.

ციმბირის რკინიგზის მშენებლობის დროს 2000 ბავშვი იყიდეს ღატაკი მოსახლებისგან იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწირათ მშენებლობისათვის, ისინი დამარხეს გზის გასწვრივ "გამაგრებისათვის"..ბავშვთა მსხვერპლთშეწირავა საქართველოშიც იყო გავრცელებული.ამის მაგალითია თქმულება სურამის ციხის, მინდა ციხის, სიღნაღის ციხის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, კელასურის კედლის შესახებ.

image



6-აცტეკების მსხვერპლთშეწირვა-აცტეკები თვლიდნენ, რომ ადამიანთა მსხვერპლთშეწირვა იმისთვის იყო საჭირო, რომ მზეს ემოძრავა.ყოველწლიურად ათასობით ადამიანს სწირავდენ მსხვერპლად სპეციალურად აგებულ პირამიდის საფეხურებზე, აცლიდნენ გულს და მზეს "ანახვებდნენ".შემდეგ გვამს საფეხურებზე დააცურებდნენ აღფრთოვანებული მოყიჟინე ბრბოს ფონზე.

image


5-აფრიკელი ალბინოსები-საშინელება ისაა, რომ აფრიკაში ახლაცაა პრაქტიკაში ალბინოსების მოკვლის პრაქტიკა.

აფრიკელებს დღესაც სჯერათ, რომ ალბინოსის სხეულის ნაწილებს მძლავრი ოკულტური შესაძლებლობა გააჩნიათ და ვარგისია ჯადოსთვის.მაგალითად:ხელები ფინანსების დაგროვებაში გამოდგება, ენა წარმატების მომტანია, გენიტალიები იმპოტენციას მკურნალობს და ა.შ.


ეს ცრურწმენა იწვევს ათასობით ალბინოსი ბავშვის თუ ზრდასრულის მკვლელობას..აფრიკაში დაბადებული ბევრი ალბინოსი ფაქტიურად გარიყულად, იატაკქვეშეთში ცხოვრობს, ერიდებიან მაქსიმალურად საზოგადოებაში გამოჩენას, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.


image

4-ინკების მიერ ბავშვთა მსხვერპლთშეწირვა-სხვა ტომების კულტურისგან განსხვავებით, რომლებიც მსხვერპლად სწირავდნენ მონებს, ტყვეებს და მტრებს...ინკები საკუთარ ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად, მათი აზრით ღმერთისადმი შეწირული მსხვერპლი ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო...შესაწირ ბავშვებს მაღალი საზოგადოების წარმომადგენლობიდან არჩევდნენ.ესენი იყვნენ მღვდლის თუ ტომის ბელადების შვილები.


მსხვერპლს რამდენიმე თვით ადრე ამზადებდნენ, უვლიდნენ და საგანგებოდ კვებავდნენ.

image



3-ლაფკანჩის ტომი-1960 წელს ჩილეს ერთ-ერთი უძლიერესი მიწისძვრა დაატყდა კაცობრიობის ისტორიაში, მიწისძვრას მძლავრი ცუნამი მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა ათასობით მსხვერპლი და უამრავი განადგურებული სახლი და ინფრასტრუქტურა.


ამ უბედურებას მოყვა სპეკულაცია და აზრის დანერგვა ხალხში, რომ თითქოს ამ უბედურების მომტანი ზღვის ღმერთი იყო, რომელიც ნაწყენი იყო ჩილელ ხალხზე...


თუ როგორ შეწირეს ზღვას 5 წლის ბავშვი ამის აღწერა ნამდვილად შემზარავია და არაამიზანშეწონილი მისი აღწერა..თუმცა მსგავსი საქციელი მე-20 საუკუნეში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

image


2-ბავშვების მსხვერპლთშეწირვა კართაგენში-ბავშვების შეწირვა ძალზე პოპულარული იყო ძველ კულტურებში, მათი რწმენით ბავშვებს უცოდველი სული ჰქონდათ და სწორედ ამიტომაც მისაღები ფორმა იყო ღმერთების შესაწირად.


გაკეთებული იყო სპეციალური ორმო, სადაც ცეცხლი ენთო, სწორედ აქ ყრიდნენ მშობლები თავიანთ შვილებს...შემდგომ უკვე მოგვიანებით, შედარებით შეძლებულებმა მცირე ეშმაკობას მიმართეს, ყიდულობდნენ ბავშვებს მეზობელი ღარიბი ტომებიდან და იმათ სწირავდნენ თავიანთი შვილების მაგივრად.

ომის, გვალვის ან ჭირიანობის პერიოდში მღვდელები მოითხოვდნენ მსხვერპლის გაზრდას, იყო შემთხვევები, როდესაც 500 ბავშვს ერთდროულად სწირავდნენ.

image


1-ჯოშუა მილტონ ბლახი(Joshua-Milton-Blahyi)-კანიბალი ლიბერიიდან-ეს სახელემწიფო დასავლეთ აფრიკაში მდებარეობს, ქვეყანამ უამრავი შიდაარეულობა და სამოქალაქო ომი გადაიტანა, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ქვეყანაში გაჩნდა მილიციის დაჯგუფებები, რომლებიც პირველ რიგში თავიანთ ინტერესებს იცავდნენ. ცრურწმენამ და ჯადოქრობამ შეიპყრო ისინი.იყო ერთი სამხედრო მეთაური და პასტორი ჯოშუა მილტონი, მას სწამდა რომ შიშველი იბრძოლებდა და ტყვია არ მიეკარებოდა იმ შემთხვევაში თუ ბავშვებს შეჭამდა..მისი სიგიჟე ყოველგვარ საზღვრებს გაცდა, მისი აზრით თუ ბავშვის გულს შეჭამდნენ იგი და მისი მებრძოლები, უფრო მამაცები გახდებოდნენ...ერთხელ მისი რაზმი სოფელს თავს დაესხა და იქიდენ თითქმის ყველა ბავშვი გაიტაცეს.

image

0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0