მუსიკა თამარ გვერდწითელმა ნიუ-იორკში რუსულად სიმღერაზე უარი თქვა 2023, 31 ივლისი, 17:54
ცოტა ხნის წინ მომღერალი თამარ გვერდწითელი ნიუ-იორკში საკონცერტო ტური გამართა. კონცერტი ბრუკლინში ძირითადად რუსულენოვანი აუდიტორიის წინაშე გაიმართა. ბილეთის ფასი $75-დან $125-მდე მერყეობდა.
თუმცა კონცერტის დროს თამარ გვერდწითელმა არცერთი სიმღერა რუსულ ენაზე არ შეასრულა, რის გამოც გულშემატკივრები ნაწყენი დარჩნენ. მაყურებლები-ძირითადად ხანშიშეხული ხალხი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან. კონცერტი კამერულ დარბაზში გაიმართა . კონცერტის შემდეგ შემდეგი კომენტარები გამოჩნდა სოციალურ ქსელში: „გვერდწითელის კონცერტიდან მშობლები დაბრუნდნენ. მას რუსულად არც ერთი სიმღერა არ უმღერია. მღეროდა მხოლოდ ქართულად, უკრაინულად." „რუსეთში ფულისთვის წავა და იქ რუსულად დაიწყებს სიმღერას. ახალი არაფერია, ჭკვიანურად ფიქრობს ... ". „თამარს არა აქვს ჭკუა და არ აფასებს აუდიტორიას, რომელიც მთლიანად სსრკ-ს დროინდელი ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება. ამერიკელები მის კონცერტზე არ მივლენ - მათ ჰყავთ საკუთარი ვარსკვლავები." „რეკლამა რუსულ ენაზე იყო და ხალხს კარგად ახსოვს რა ენაზე მღეროდა მანამდე“...წერენ სოციალურ ქსელში. მანამდე მოითხოვეს რუსეთის სახალხო არტისტს, თამარ გვერდწითელს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. შესაბამისი მიმართვა საგამოძიებო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურას საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „რუსეთის მამებმა“ გაუგზავნეს, იუწყება Mash. მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია;რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, 61 წლის მომღერალმა გააუქმა ტური რუსეთში, შემდეგ კი დატოვა ქვეყანა, ჯერ საქართველოში დაბრუნდა, შემდეგ კი გასტროლებზე აშშ-ში გამგზავრებას. შეგახსენებთ, რომ თამარ გვერდწითელი კარიერა 70-იანების დასაწყისში ბავშვთა საესტრადო ანსამბლ "მზიურში"დაიწყო , რომელთანაც მთელი საბჭოეთი შემოიარა გასტროლებით. სკოლის შემდეგ თამარმა თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა და ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კლასი და ვოკალისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლეჯი დაამთავრა. 19 წლისამ საერთაშორისო კონკურს „წითელ მიხაკში“ გაიმარჯვა სოჭში. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურსში დრეზდენში, 1984 წელს მიიღო ლენინური კომკავშირის პრემია (1981-1983 წლების საკონცერტო პროგრამებისთვის), 1988 — კონკურს „ოქროს ორფეოსზე“ გაიმარჯვა სოფიაში. გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფერსტივალებზე. 1989 წელს გვერდწითელი საქართველოს დამსახურებული, 1991 წელს საქართველოს სახალხო არტისტი გახდა. 2000 წლიდან იგი რუსეთის მოქალაქეა .2004 წელს კი რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება მიიღო. 616 4-ს მოსწონს
|