x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"თუ რამეს ვაჭარბებდე.... გული მაქვს გახეთქვაზე "- რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

image


მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში გარუსებულ ბათუმში არსებულ სავალალო მდგომარების შესახებ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს რომ ქართველებს უკვე არა მხოლოდ სოხუმი და ცხინვალი, არამედ ბათუმიც გვაქვს დასაბრუნებელი:


"სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი.


დღეს პირველად ჩამოვედი ბათუმში და …
ჩვეულებრივი რუსეთია.


ის რაც გვიყვარდა ბათუმში თითქმის აღარაფერი არ დარჩა.


კაფე, ბარი, ქუჩა, სანაპირი, პარკინგი, კაცი ქალი, ხმა, განწყობა ყველაფერი რუსულია!


თუ რამეს ვაჭარბებდე ვერ ჩამოვაღწიო თბილისამდე, გული მაქვს გახეთქვაზე "- წერს მომღერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ ბათუმში საკრუიზო გემი "ASTORIA GRANDE"-ს ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ნავსადგურთან საპროტესტო აქცია მოეწყო, სადაც აქციის მონაწილეები რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმის ნავსადგურში შემოსვლას აპროტესტებდნენ. პოლიციამ თითქმის ყველა მონაკვეთი გადაკეტა, საიდანაც ნავასდგურზე მისვლა იყო შესაძლებელი, მათ შორის მოწყობილი იყო ორმაგი ბარიკადიც, ერთი ნავსადგურთან, მეორე კი გზის პირას.


ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს ზღვის პირას სავალი ბილიკის დატოვება მოსთხოვა. ერთ დროს საამაყო ქართული პოლიცია დღეს რუს ოკუპანტებს საკუთარი თანამოქალაქეებისგან იცავს.














0
112
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
112