სხვა ავსტრალიელმა დივანი გააჩუქა,თუმცა აღარ ახსოვდა,რომ იქ 30 ათასი დოლარი ჰქონდა დამალული 2023, 30 ივლისი, 17:45
უსიამოვნო ამბავი შეემთხვა ავსტრალიის შტატ ქუინსლენდის ხანდაზმულ მაცხოვრებელს.
კაცმა გადაწყვიტა მოეშორებინა დივანი, რომელიც აღარ სჭირდებოდა და წარმატებით შეასრულა კიდეც თავის ჩანაფიქრი. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ გაახსენდა, რომ დივანის ბალიშში 30 ათასი ავსტრალიური დოლარი (დაახლოებით 20 ათასი აშშ დოლარი) იყო დამალული. ამ ამბის შემდეგ ახლა ეს შეიძლება იყოს ყველაზე მოთხოვნადი დივანი ქვეყანაში. პენსიონერი, რომელსაც გამოცემა 7news.com.au-ი ჯორჯით მოიხსენიებს, აღნიშნავს, რომ მოხუცმა გადაწყვიტა საკუთარი სახლის გაყიდვა, რათა უფრო მოკრძალებულ საცხოვრებელში გადასულიყო. ამავდროულად, გადაწყვიტა ზედმეტი ავეჯის მოშორება, რადგან ახალ ბინაში ზედმეტი იქნებოდა. ერთ-ერთი იყო ძველი ტყავის დივანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა მფლობელს. პატრონის სავალალოდ დივანი შედგებოდა ხუთი იდენტური განყოფილებისგან;აქედან ჯორჯმა სამი მათგანი აჩუქა მაღაზიას, რომელიც ყიდის ასეთ მეორად შემოწირულობებს ან ახმარს ქველმოქმედებას . მამაკაცის თქმით, მას ახსოვდა, რომ დივნის ერთ-ერთ სექციაში დამალული ჰქონდა ფული, მაგრამ სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ისინი მის მიერ დატოვებული ორი განყოფილებიდან ერთ-ერთში იყო. ყოველი შემთხვევისთვის, ორი დარჩენილი სექციის შემოწმება ჯორჯს მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გაახსენდა და დარჩა გაწბილებული. პენსიონერი მაღაზიას დაუკავშირდა, მაგრამ მათ უპასუხეს, რომ დივანი რამდენიმე დღეში წაიღეს, თან ახალმა მფლობელმა თავად წაიღო მაღაზიიდან, ამიტომ მისი შემდგომი ბედი მათთვის უცნობი დარჩა. „ძალიან განვიცდი, არ მჯერა რაც ჩემს თავს დავმართე. გულწრფელად რომ ვთქვა, სუფთა სულელი ვარ"-აღნიშნა ჯორჯიმ. ჯორჯმა გამოაქვეყნა განცხადება დაკარგულ დივანზე, მაგრამ არა აქვს იმედი, რომ იპოვნის. პენსიონერი ფილოსოფოსობს და ამბობს, რომ ალბათ მისი ფული ვინმეს სარგებელს მოუტანს. 241 3-ს მოსწონს
|