x
მეტი
  • 01.10.2024
  • სტატია:137365
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511330
"უკვე ააქოთა ჩემი პირადი მესენჯერი, ჩემზე რა კომენტარი დაგიწერიაო"- რას წერს იაგო ფრანგიშვილი

image


გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს თუ რა ნიშნით ბლოკავს სოციალური ქსელის მომხარებლებს, მედიკოსის თქმით, სწორედ ერთ ერთი- ასეთი, ვინც მან ბოლოს დაბლოკა პიარტექნოლოგი, ჟურნალისტი და "ქართული ოცნების" ერთგული მხარდამჭერი ლალი მოროშკინა იყო:



"მეგობრებო



დიდი, ძალიან დიდი ხანია არავინ დამიბლოკია
რათქმაუნდა ვიცი, რომ სისხლსა და ხორც არ ირჩევ ხოლმე ადამიანი, თუარა მეგობარი, მეზობელი, ცოლი, ქმარი, თანამშრომელი, შეფი, მოსამსახურე, პრეზიდენტიც და ქვეყანაც და ძალიან ბევრი კიდე ცხოვრებაში ადამიანის ასარჩევი შეიძლება გახადო.


ჰოდა ვაკეთებ არჩევანს და უარს ვეუბნები ვინმე ტიპს, რომელმაც უკვე ააქოთა ჩემი პირადი მესენჯერი,
ჯერ ხომ თვეები არ მუშაობდა მესენჯერი და პრობლემა მქონდა და ამუშავდა და ვიღაცა ტიპი შემოვარდა და ქაჯობს, ჩემზე რა კომენტარი დაგიწერიაო და მერე აგიღიაო…


არ მაინტერესებს ვინცაა
ნუ ახლა მთლად ნათესავი და სისხლხორცი თუ არაა,
არ მაინტერესებს აბსოლუტურად ვინცაა და სად რა წვლილი მიუძღვის თუ არ მიუძღვის,
კაი თუ მაგარი ტიპია ამისთვის თუ იმისთვის,
მიშასთან სურათგადანაღებია თუ ზელენსკისთან თუ ობამასთან თუ ტრამპთან, არ მაინტერესებს
სტუმარი როცა ახვრობს და არ მიდის, უნდა გააგდო…


ეს იმათთვის, ვინც ემეგობრებით
არ მაინტერესებს არც ეს თემა,
ამისთვის ისეა, იმისთვის ასეა, ემეგობრეთ,
ჩემგან ვათავისუფლებ მის აღმატებულებას
ეგაა და ეგ ისე, სხვათაშორის, ბოლოს მოროშკინა დავბლოკე…


არ მახსოვს როდის
ძალიან საინტერესო შემთხვევითობაა ძალიან ბევრი ისეთი მყავს სამეგობროში, ერთიმეორე რომ არ მოეწონებათ და ჩემი ნათქვამის 90% საც რომ ზიზღით უყურებენ, მაგრამ, ასე პირადში ჯერ არავინ გადასულა და შემოვარდნილა ეს პასაჟი ჩემთვისაა უფრო, თავის გასამართლებელი არგუმენტია"- წერს იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში.









0
352
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
352