საზოგადოება აკაკი წერეთელი-"გამზრდელი" მოკლე შინაარსი 2023, 29 ივლისი, 16:54 ![]() „ნეტავი მათ!.. მათ სიყვარულს და მათ უხმო აღსარებას!.. ერთად ჰგრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას!“ ბათუ დიდი რწმენითა და კეთილშობილებით აფასებდა ძმათნაფიცობას, ძუძუმტეობას, ამიტომ თვითონ იკისრა საფარ-ბეგის მაგივრად სახიფათო საქმეზე წასვლა. „შენ ეგ საქმე მე მომანდე, მე ვიზამ შენ მაგივრობას; ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას.“ მართლაც მოიყვანა ბათუმ ცხენი და მიჰგვარა იგი საფარ-ბეგს... ნაზიბროლასგან გაიგო ბათუმ ძუძუმტის უღირსი საქციელის შესახებ, მაგრამ მან მაინც გაუძლო ამ უმძაფრეს განსაცდელს, რადგან მოთმინებითა და სიმტკიცით სულიერი წონასწორობა შეენარჩუნებინა. მოღალატე საფარ-ბეგს, ბათუ თავის მწუხარებას სახლში არ უმხელდა და მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლ-კარს მოშორდნენ ბათუ ეუბნება საფარ-ბეგს: „საფარ-ბეგო, მძიმე პირშაობა ვიცი, შენი შემიტყვია! და დღეიდან ჩვენს ორს შუა მოციქული არის ტყვია!“ მართალია, მათ შორის სამუდამო მტრობა ჩამოვარდა, მაგრამ ბათუს მაინც არ შეეძლო თავის ძუძუმტეზე ხელის აღმართვა: „არა, შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ ჩემი ტყვია: დედაჩემის გაზრდილი ხარ მისი ძუძუ გიწოვია...“ საფარ-ბეგი, ვერაგი, მორალურად გადაგვარებული ადამიანი იყო, ხალხის ტრადიციების უარმყოფელი, ძმობის შემლახავი, სატრფოს გულის მოსაგებად, მან ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის ნაცვლად, ქურდობა იკისრა. ზია-ხანუმის დავალებასაც არ აქვს არანაირი გასამართლებელი საფუძველი. მაშინ როცა სახელოვანი ქართველები სატრფოსაგან მშობელი ქვეყნის სამსახურსა და მისთვის თავგანწირვას მოითხოვდნენ, ზია-ხანუმი თავის მიჯნურს ცხენის ქურდობას ავალებდა. საფარ-ბეგმა შელახა ძიძშვილის ოჯახის ტრადიციული სისპეტაკე, არ დაინდო, მისთვის თავგანწირული ძუძუმტე და ამით უმძიმესი სულიერი ტანჯვა მიაყენა მეგობარსაც და აღმზრდელსაც, მაგრამ საფარ-ბეგის უარყოფით თვისებებთან ერთად აკაკი წერეთელი მის ზოგ დადებით თვისებაზეც მიგვანიშნებს. ასე მაგალითად, ჩადენილი მძიმე შეცდომის შეგნებასა და მის შემდგომ სინდისის ძლიერ ქენჯნაზე, დარცხვენილი საფარ-ბეგი ძიძიშვილს ეუბნებოდა: „ჩემს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს, მომკალ... ტანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე, რაც შევცოდე, სინდისი გამიმთელე...“ საფარ-ბეგზე დადებითად იმოქმედა ძიძიშვილის მაღალზნეობრივმა საქციელმა. იგი მზად იყო სიცოცხლის ფასად გამოესყიდა თავისი დანაშაული. გამზრელს დაწვრილებით უამბო ყველაფერი და შემართული დამბაჩის მორჩილებით გულ-მკერდს უშვერდა. ავტორის თქმით აღმზრდელი - ჰაჯი-უსუბი ცნობილი იყო თავისი ჭკუითა და გონებით. მას შეგნებული ჰქონდა თავისი მოვალეობის პასუხისმგებლობა. მას მრავალი თავადიშვილი ყავდა აღზრდილი და მათ უპირველეს ყოვლისა ზნეობრივ სიწმინდეს ასწავლიდა. მისი რწმენით აღმზრდელმა პასუხი უნდა აგოს თავისი აღზრდილის ქცევასა და მოქმედებისთვის. ამიტომაც იგი მუხლმოდრეკილსა და მკერდმიშვერილ საფარ-ბეგს ეუბნებოდა: „შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ?! სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ! წარმოსთქვა და საფეთქელში მიიჭედა ცხელი ტყვია!.. ჩაიკეტა სულთამბრძოლი, წამლის კვამლში გაეხვია...“ ჰაჯი-უსუბი ზნეობრივი სისპეტაკის განსახიერება იყო. მას ღრმად ჰქონდა შეგნებული მოვალეობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ადამიანის აღზრდაში აკაკი, მართალია, აღმზრდელის გადამწყვეტ როლს ანიჭებს, მაგრამ იქვე უმატებს; „მაგრამ მარტო წრთვნა რას იზავს თუ გუნებამაც არ უშველა?!“ 1080 1-ს მოსწონს
|