საზოგადოება ვინ მართავს რუსეთს - პუტინი თუ მისი კლონი? 2022, 26 თებერვალი, 12:51 ორეულების პრაქტიკა დღესაც არსებობს, მაგრამ, არა ქვეყნის მართვის, არამედ, პრეზიდენტის უსაფრთხოების მიზნით (თუ ტერაქტის საფრთხე არსებობს, პრეზიდენტის ავტომობილში ორეული ჯდება, ხოლო პრეზიდენტი დანიშნულების ადგილზე სხვა მანქანით მიდის). თუმცა, რუსეთი, ამ მხრივ, უფრო შორს წავიდა და ორეულების გამოყენება ქვეყნის მართვაში დაიწყო. ექსპერტები ანალიზისთვის, პრეზიდენტის უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გადაღებულ ფოტოებს იყენებენ და ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ მათზე პუტინს თავის ქალის განსხვავებული მოყვანილობა აქვს, განსხვავდება ყვრიმალების, ყურის და წარბის ხაზის ფორმები, ამასთან, ნაოჭები ხან ჩნდება, ხან ქრება, განსხვავდება თვალის ჭრილი და სახის გამომეტყველება. ეჭვი, რომ პუტინი მისი ორეულით, უდრო, სწორედ, მისი ორეულებით ჩაანაცვლეს, რუსი ჟურნალისტის ოლეგ კაშინის აღმოჩენას მოჰყვა. დაკვირვებულმა ჟურნალისტმა შენიშნა, რომ პრეზიდენტი ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდა: კრემლში ის საზოგადოებრივი პალატის წევრებს ხვდებოდა და იმავდროულად, ის ალტაის მხარეში იმყოფებოდა. ინფორმაცია, უდაოდ სანდო იყო, რადგან კრემლიდან შეხვედრის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლირება მიმდინარეობდა, ხოლო მთიანი ალტაის აეროპორტში, რუსეთის პრეზიდენტი იქ მყოფმა ადამიანებმა ნამდვილად ნახეს. «ჟურნალისტური ბომბი» 2015 წ. 26 ივნისს აფეთქდა, და მათაც კი, ვისაც არ სჯეროდა რომ რუსეთს პრეზიდენტის ორეულები მართავენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული ეჭვები გაუჩნდათ. გარდა ამისა, ორეულების არსებობის ვერსიას ისიც ამყარებს, რომ პრეზიდენტი ცოლს გაეყარა, რადგან, როგორც ამბობენ, მის მეუღლეს ორეულთან ცხოვრების არანაირი სურვილი არა ჰქონდა. თვალთახედვის არიდან გაქრნენ პუტინის ქალიშვილებიც. დღეს დღეისობით ამ ყველაფერზე ახალი ცნობა არ არის, მაგრამ ხალხს სერიოზული ეჭვი აქვს, რომ რუსეთს მისი კლონი მართავს. 1080 2-ს მოსწონს
|