x
მერლინ მონროს სილამაზის 4 ხრიკი, რომლებიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს
მერლინ მონროს სილამაზის 4 ხრიკი რომელიც ყველა ქალბატონმა უნდა იცოდეს
მერლინ მონრო, ქერათმიანი ლამაზმანი, გასული საუკუნის ყველაზე გავლელიანი მსახიობი, მოდელი და მომღერალი გახლდათ. მან შეძლო და ათწლეულების განმავლობაში იქცა იმ საკულტო ფიგურად, რომელსაც ქალები დღემდე ბაძავენ.

გიზიარებთ მერლინ მონროს სილამაზის 4 ხრიკს:

1. იგი იყენებდა ვაზელინს პრაიმერად და ჰაილაითერად

მონრო ყოველთვის ისვამდა ვაზელინის კრემს ტონალურის წასმამდე, რადგან ეს მის კანს ახალგაზრდულ იერს მატებდა, მისი კანი ბზინვარებდა რაც ლოყების და წარბის ძვლების გამოკვეთისთვის იდეალური იყო.

2. წამწამები

თვალის იდეალური ფორმის შესაქმნელად მერლინი წამწამებს შუაზე ჭრიდა. შემდეგ ნახევარ წამწამებს თვალის გარე კუთხეებისკენ ათავსებდა. ეს საოცრად ბუნებრივად გამოიყურებოდა და შესანიშნავი ხრიკია, თუ არ მოგწონთ ყალბი წამწამების ვიზუალი, მაგრამ გსურთ ცოტა მეტი მოცულობა.

3. ტუჩები

მერლინი ცნობილი იყო საოცრად ლამაზი სავსე ტუჩებით, ასეთი იერის შესაქმნელად კი მონროს ვიზაჟისტი წითელი ფერის 5 ტონს იყენებდა. მუქ წითელ ფერს გარედან და მსუბუქს შიგნიდან - მოცულობის შესაქმნელად. ამ ჭკვიანურ ხრიკს ბევრი ვიზაჟისტი დღესაც აქტუალურად იყენებს.

4. წითელი ფანქარი

იცოდით, რომ მერლინი თვალის შიდა კუთხეში სულ ცოტა წითელ ფერის ფანქარს ისვამდა? - ეს მის თვალებს კარგად გამოკვეთავდა.

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0