საზოგადოება რა არის ემოციური ინტელექტი და როგორ გავაუმჯობესოთ იგი? 2021, 3 ივნისი, 0:07
ემოციური ინტელექტი ცნობილი როგორც- EI არის საკუთარი და თქვენს გარშემო მყოფებთა ემოციების გააზრებისა და მართვის უნარი. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან რას გრძნობენ, რას ნიშნავს მათი ემოციები და როგორ შეიძლება ამ ემოციებმა გავლენა მოახდინონ სხვა ადამიანებზე.წარმატების მისაღწევად ემოციური ინტელექტის ქონა აუცილებელია.
ემოციური ინტელექტი ხუთ ელემენტს შეიცავს.
ესენია:
1. თვითშემეცნება თუ თქვენ თვითგააზრებული ხართ, ყოველთვის იცით, როგორ გრძნობთ თავს და იცით, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინონ თქვენს ემოციებსა და ქმედებებზე გარშემო მყოფმა ადამიანებმა.თვითშეცნობა ასევე ნიშნავს თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებას, აღიარებას სააშკაროზე გამოტანას. რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი თვითშემეცნების გასაუმჯობესებლად? *აწარმოეთ ჟურნალი - ჟურნალები დაგეხმარებათ თვითშემეცნების გაუმჯობესებაში. თუ ყოველდღე მხოლოდ რამდენიმე წუთს გაატარებთ თქვენი აზრების წერაში, ამან შეიძლება თვითშემეცნება უფრო მაღალ ხარისხში გადაგიყვანოთ * შეანელეთ ემოციები- როდესაც სიბრაზეს ან სხვა ძლიერი ემოციებს განიცდით, გაიაზრეთ თუ რის გამო ხდება ეს. გახსოვდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორ წარმართოთ საკუთარი თავი. 2. თვითრეგულირება ადამიანები, რომლებიც რეგულარულად აკონტროლებენ თავს, იშვიათად ესხმიან თავს სხვებს, არ იღებენ ნაჩქარევ ან ემოციურ გადაწყვეტილებებს, თვითრეგულირება ნიშნავს კონტროლის შენარჩუნებას. როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თვითრეგულირების უნარი? *იცოდეთ თქვენი ღირებულებები გაქვთ თუ არა ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად არ აპირებთ კომპრომისზე წასვლას? იცით რა ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გარკვეული დრო გაატარეთ თქვენი "ეთიკის კოდექსის" შესასწავლად. თუ იცით რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაშინ ალბათ აღარ მოგიწევთ ორჯერ ფიქრი, როდესაც მორალური ან ეთიკური გადაწყვეტილების წინაშე დგახართ - გააკეთებთ სწორ არჩევანს. * პასუხი აგეთ საკუთარ თავზე -როდესაც რამე არასწორად ხდება, დაფიქრდით და იმოქმედეთ გააზრებულად. აიღეთ ვალდებულება, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და შეხვდეთ შედეგებს, როგორიც არ უნდა იყოს ისინი. * ივარჯიშეთ სიმშვიდის შენარჩუნებაზე - შემდეგ რთულ სიტუაციაში, კარგად გაითვალისწინეთ როგორ მოიქცეთ. სტრესს იხსნით სხვაზე ყვირილით? ივარჯიშეთ ღრმა სუნთქვის ვარჯიშებზე, რომ თავი დაამშვიდოთ. ასევე, შეეცადეთ ჩამოწეროთ ყველა ის უარყოფითი რამ, რისი თქმაც გსურთ, შემდეგ დააწყვეთ და გადააგდეთ. 3. მოტივაცია თვითმოტივირებული ადამიანები თანმიმდევრულად მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად და მათ მუშაობის ხარისხის ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ. როგორ შეგიძლია მოტივაციის გაუმჯობესება? * ხელახლა შეისწავლეთ რატომ აკეთებთ თქვენს საქმეს - მარტივია დაივიწყოთ ის, რაც ნამდვილად გიყვართ თქვენი კარიერის შესახებ. ასე რომ, გაატარეთ დრო და გაიხსენეთ, რატომ გინდოდათ ეს სამუშაო. თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი როლით და ცდილობთ გაიხსენოთ რატომ გინდოდათ ეს, სცადეთ, რომ იპოვოთ პრობლემის სათავე. * იცოდეთ სად დგახართ - განსაზღვრეთ რამდენად მოტივირებული ხართ წარმატებისთვის. იყავით იმედისმომცემი და იპოვნეთ რამე კარგი - მოტივირებული ადამიანები, როგორც წესი, ოპტიმისტები არიან, არ აქვს მნიშვნელობა რა პრობლემებს აწყდებიან. ამ აზროვნების მიღებას შეიძლება პრაქტიკა დასჭირდეს, მაგრამ ღირს ძალისხმევად. *ყოველთვის, როდესაც გამოწვევის, ან თუნდაც წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდებით, შეეცადეთ მოძებნოთ თუნდაც ერთი კარგი რამ სიტუაციის შესახებ. 4. თანაგრძნობა ემპათიის მქონე ადამიანებს შეუძლიათ თავი წარმოიდგნინონ სხვის ადგილას. ისინი ეხმარებიან თავიანთ გარშემომყეფს განვითარებაში და ცდილობენ მათ თავი კომფორტულად აგრძნობინონ. თუ გსურთ ხალხისგან პატივისცემა და ერთგულება მიიღოთ, მაშინ თანაგრძნობა გამოხატეთ მათ მიმართ. როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ემპათიურობის უნარი? *თავი სხვის მდგომარეობაში წარმოიდგინეთ - შეხედეთ სიტუაციებს სხვისი პერსპექტივებიდან. *ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას - ალბათ, როდესაც ვინმეს უსმენთ, ხელებს გადაიჯვარედინთ, ან ტუჩს იკვნეტთ. ეს სხეულის ენა სხვებს ეუბნება, თუ რას გრძნობთ სინამდვილეში სიტუაციის მიმართ და თქვენ მიერ გაგზავნილი შეტყობინება არ არის პოზიტიური! 5. სოციალური უნარები ემოციური ინტელექტის სოციალური უნარების მთავარი ელემენტი კომუნიკაბელურობაა. როგორ შეგიძლიათ შექმნათ სოციალური უნარები? *ისწავლეთ კონფლიქტის მოგვარება - ადამიანებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოაგვარონ კონფლიქტები, კონფლიქტის მოგვარების უნარების სწავლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუ გსურთ წარმატების მიღწევა. *გააუმჯობესეთ თქვენი კომუნიკაციური უნარები - რამდენად კარგად ურთიერთობთ? 83 1-ს მოსწონს
|