x
image
თუთიკო ბერძენა
ნიუ-იორკის მერთან ერთად: ნიჭიერი და მიტივირებული ქართველების ოცნებების ამსრულებელი ამერიკა

image

"16 წლის წინ თვალცრემლიანი რომ ჩამოვფრინდი ნიუ იორკში, ნამდვილად ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესღაც ნიუ იორკის მერი ჩემი გაკეთებული საჭმელებით დახვდებოდა სტუმრებს, მაგრამ ხომ ხედავთ, შეუძლებელი არაფერია!!! მადლობა ღმერთს, მადლობა სამყაროს ყველაფრისთვის რასაც მაძლევდა, მაძლევს და მომცემს.
ცხოვრება მშვენიერია", - წერს სოციალურ ქსელში ნიუ იორკში მცხოვრები ემიგრანტი მაია ასკუავივა.
image

საკუთარ ქვეყანაში თვალცრემლიანი ნიჭიერი ქართველები, რომელთაც რეალიზების შანსები წაართვეს, მიდიან ამერიკაში, ევროპაში და სახელგანთქმული პროფესიონალები ხდებიან. ასეთივე წარმატებები აქვთ 7 წლის წინ გამგზავრებულ თვალცრემლიან მლელა ცერცვაძეს და მარიამ ავალიანს ევროპაში.
image



მაია პროფესიით ექიმია, დაამტავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მაგრამ საქართველოში ნეპოტიზმი, ქრონიზმი, კორუფცია ხელს უშლის ნიჭიერ ადამიანებს ნიჭების გამოვლენაში. ზარი ზევიდან საკმარისია იმისთვის, რომ შედგე, თუნდაც თავში არაფერი გეყაროს. აშშ-ში ურთულესი და ხანგრძლივი გზაა ექიმად დაიწყო მუშაობა, ამდენად, ასაკიც უნდა გიწყობდეს ხელს, მაგრამ მაიამ სხვა სფეროში იპოვა საკუთარი თავი და მოგეხსენებათ, რომ ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია.
image

მაიას ნიუ იორკში აქვს ქართული ავთენტური რესტორანი " ოლდ ჰაუზი", სადაც უგემრიელესი ქართული კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს. იმდ3ენად გაითქვა სახელი თავისი მიზანდასახულობით, შრომისმოყვარეობით და გონიერებით, რომ თვით ნიუ იორკის მერიც კი - ერიკ ადამსი ოფიციალურ სუფრებთან მის გაკეთებულ კერძებს ენდობა.
image
1
142
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
142
  
2023, 28 ივლისი, 23:22
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1