სასარგებლო პროდუქტები როგორ ვიცავ ყველაზე ეფექტურად ბაღსა და ბოსტანს მავლებლებისგან გაზაფხულზე 2021, 2 აპრილი, 13:56 ყოველ გაზაფხულზე ვაფრქვევ ჩემს ბაღს და ჩემს მცენარეებს არასდროს უჩნდებათ დაავადებები. ყოველ გაზაფხულზე ჩვენ ვაფრქვევთ ჩვენს მცენარეებსა და ხეებს სპეციალურ ხსნარს, რათა თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა პრობლემები და არასასურველი სიტუაციები. რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გაკეთება გაზაფხულზე? იმის გამო, რომ გარემო ძალიან ნესტიანი ხდება, რაც ნიშნავს, რომ ბაქტერიების უზარმაზარ რაოდენობას ხელსაყრელი პირობები ექმნებათ კიდევ უფრო გამრავლებისთვის. აქ მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ დროულად და იზრუნოთ თქვენს ბაღზე, თორემ მერე გვიანი იქნება. 30B ხსნარი . ცოტა ხნის წინ მან ფართო პოპულარობა შეიძინა და მებოსტნეები აქტიურად იწყებენ მის გამოყენებას ბაღის დასუფთავების მიზნით. ამ ხსნარის გამორჩეული თვისება ის არის, რომ მას არ შეუძლია ბრძოლა არამარტო მცენარეთა დაავადებებთან, არამედ მავნებლებთანაც. 10მლ-ს დაამატეთ არაუმეტეს 40 მლ წყალი და ძალიან კარგად მოურიეთ. გამოიყენეთ იგი ნორმალურ, წყნარ ამინდში, როცა ქარი არ არის. სპილენძის სულფატის ხსნარი. მებაღეების უმეტესობამ იცის, რა არის ეს. ბევრი ჯერ კიდევ იყენებს მას, რადგან მათ ესმით, რომ ეს ძალიან კარგად ეხმარებათ მცენარეთა სერიოზულ დაავადებებთან ბრძოლაში. 300 გრამი უნდა განზავდეს 10 ლიტრი წყლით. ძალიან კარგად აურიეთ. აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები და დაიწყეთ გამოყენება. არის ასეთი ძველი მეთოდი, შარდოვანას გამოყენებით, თუმცა მე მას არ ვიყენებ. მაგრამ ვინც იყენებს, ძალაინ კარგი ეფექტი აქვს. უბრალოდ, ჩემთვის ეს მაინც მიუღებელია. 500გ იხსნება 10 ლიტრ წყალში და ესხურება მცენარეებს კარგ მოსავალს გისურვებთ მებაღეებო! 230 4-ს მოსწონს
|