ისტორია როგორ დაიყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 2023, 27 ივლისი, 14:38
ზუსტად 70 წლის წინ, 1953 წლის 27 ივლისს დასრულდა კორეის ომი, რომელიც 1950 წელს დაიწყო და დასრულდა საზავო ხელშეკრულებით რომლის თანახმადაც საზღვარი ორ კორეას შორის გატარდა 38 პარალელზე.
1910 წელს იმპერიულმა იაპონიამ მოახდინა კორეის ანექსია, რომელსაც მართავდა 35 წლის განმავლობაში, სანამ 1945 წლის 15 აგვისტოს მეორე მსოფლიო ომის დასასრულს კაპიტულაციას მოწერდა ხელს, შედეგად შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა კორეა 38-ე პარალელის გასწვრივ ორ საოკუპაციო ზონად დაყვეს. ჩრდილოეთ ზონას საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, სამხრეთს კი ამერიკელები.შესაბამისად 1948 წელს საბჭოთა ზონაში (კორეის ჩრდილო ნაწილი) ჩამოყალიბდა კომუნისტური კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, სამხრეთ კორეაში კი – კორეის რესპუბლიკა, რომელიც აშშ-ზე იყო ორიენტირებული. ჩრდილოეთ კორეას მართავდა კიმ ირ სენის ტოტალიტარული კომუნისტური ხელმძღვანელობა, ხოლო სამხრეთს კორეის კაპიტალისტურ რესპუბლიკას ავტორიტარული ავტოკრატიული რეჟიმი ლი სინ მანის ხელმძღვანელობით. ორივე ახალი კორეის სახელმწიფოს მთავრობა აცხადებდა, რომ ის იყო მთელი კორეის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა და არცერთი არ აღიარებდა საზღვარს . ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების (კორეის სახალხო არმია) ჯარებმა 1950 წლის 25 ივნისს გადაკვეთეს საზღვარი და შევიდნენ სამხრეთ კორეაში . იოსებ სტალინს ეკუთვნოდა საბოლოო სიტყვა და რამდენჯერმე მოსთხოვა ჩრდილოეთ კორეას შეჭრა გადაედო მანამ, სანამ მან და მაო ძედუნმა 1950 წლის გაზაფხულზე არ მიიღეს საბოლოო ერთობლივი გადაწყვეტილება. გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთ კორეის ქმედებები და სანქცია გასცა გაეგზავნათ სამხედრო შენაერთები სამხრეთ კორეაში შეტევების მოსაგერიებლად. ჩინეთის მუქარის მიუხედავად კორეაში გადასხდნენ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ძალები, რომლებმაც სამხრეთ კორეის ჯარებთან ერთად უკუაგდეს კომუნისტები, ხოლო 1950 წლის ბოლოსათვის დაიკავეს ჩრდილო კორეის ტერიტორიის დიდი ნაწილიც. ამ ვითარებაში ომში ჩაერთო კომუნისტური ჩინეთის ჯარები (ოფიციალურად – „მოხალისეები“) და ფრონტმა ისევ ძველი საზღვრის რაიონში გადმოინაცვლა. 1951 წელს ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია მოხდა 38-ე პარალელთან ახლოს და ორივე მხარემ ზავის დადებაზე დაიწყეს ფიქრი. ლი სინ მანი კი ომის გაგრძელებას მანამდე ითხოვდა, სანამ მთლიანი ნახევარკუნძული მისი მეთაურობის ქვეშ არ გაერთიანდებოდა. ჩრდილოეთ კორეა ემხრობოდა საზღვრის აღდგენას 38-ე პარალელთან, მაგრამ სამხრეთ კორეა და გაერო მხარს უჭერდნენ საზღვრის გავლებას ფრონტის ხაზზე. კორეის ზავის შეთანხმებაზე ხელი ომის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ მოეწერა. ვერცერთი მხარე 1951 წლიდან უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა, საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდა 4 კილომეტრის სიგანის მქონე ბუფერულ ზონაზე, რომელსაც დღეს კორეის დემილიტარიზირებული ზონა (DMZ) ეწოდება. ახალ საზღვრად სახელმწიფოებს შორის არჩეული იქნა მხარეების მიერ ომის ბოლოს დაკავებული ტერიტორიები. ლი სინ მანი ეწინააღმდეგებოდა ზავს და აშშ-ს კორეის ძალიის გამოყენებით გაერთიანებისაკენ მოუწოდებდა. კორეის გაერთიანების მცდელობის ჩაშლამ გამოიწვია აშშ-ის და სამხრეთ კორეის შორის სამუდამო ალიანსი. სხვადასხვა მონაცემით ომში დაიღუპა 2, 5-დან 3 მლნ-მდე ადამიანი (მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით). ჩინელი „მოხალისეებმა“ 215 ათასი ჯარისკაცი დაკარგეს; დაიღუპა 33 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ჟენევის კონფერენცია ჩატარდა 1954 წელს კორეის საკითხზე, სადაც ბევრი სახელმწიფოს ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოხერხდა კორეის ნახევარკუნძულის გაერთიანების გამოცხადება. რა მდგომაროებაა დღეს ორივე კორეაში?დღეს სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფოა მსოფლიოში, ხოლო ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. ყველასთვის ცნობილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა "სამსუნგი", ელჯი", დეუ", მათი ავტომობილები "ჰიუნდაი" და "კია" კი მსოფლიოს საუკეთესო ავტომწარმოებლებს უტოლდება.მსოფლიო მასშტაბით კორეა ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით. რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ეს ქვეყანა ყველაფერით 1950-იანი წლების საბჭოთა კავშირს მოგვაგონებს. კოლმეურნეთა და ბელადთა ძეგლებით, წყნარი ქუჩებით. აქ შემხვედრ ნებისმიერ კორეელს მკერდზე გულსაბნევი აქვს, კიმ ირ სენის გამოსახულებით. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ახშობენ ზოგიერთ რადიო სიგნალს, რომ „დაიცვან“ მოსახლეობა საზღვარგარეთული, არასასიამოვნო გადაცემების მოსმენისგან. ინტერნეტის სარგებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ რამდენიმე დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ. გაეროს მონაცემებით ჩრდ. კორეაში ბავშვების დაახლოებით 60% არასაკმარისად იკვებება, 16 % კი - შიმშილობს. აქ მიღებულია სიკვდილით დასჯა, ადამიანთა წამება. მაგალითად 2016 წლის თებერვალში, კიმ ჩენ ინმა ქვეყნის სამხედრო მეთაური კორუფციის ბრალდებით სიკვდილით დასაჯა. ასევე მისი მმართველობის დროს გაშუქდა სხვა რამდენიმე სიკვდილით დასჯა. მანამდე მაღალი თანამდებობის პირების ამგვარ დასჯას არ ახმაურებდნენ. ამ ფაქტს ანალიტიკოსები იმით ხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა კიმ ჩენ ინს მოსვლისთანავე სურდა ძალაუფლების გამტკიცება და ხალხის დაშინება. ჩრდილოეთ კორეა ფლობს ბირთვულ იარაღს, რის გამოც ქვეყნის ამჟამინდელმა დიქტატორმა, კიმ ჩენ ინმა საგარეო პოლიტიკური ურთიერთობები უფრო დაძაბა აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან, მუდმივად, ბირთვული დარტყმის მუქარის გამო. 2018 წლის 27 აპრილს ჩრდილოეთ კორეის კიდერი კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ერთმანეთს სახედრო დემარკაციის ხაზთთან შეხვდნენ და ხელი მოაწერეს პანმუნჯომის დეკლარაციას, რითან გადაიდგა კორეის გაერთიანების პირველი ნაბიჯები. 2018 წლის 1 ნოემბერს სამხედრო დემილიტარიზაციის ზონის გასწვრივ შეიქმნა ბუფერული ზონები, სამხედრო შეტაკებების შეჩერების მიზნით ხმელეთზე, ჰაერში და წყალში. 711 2-ს მოსწონს
|