x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
უცხოელი მსახიობები, რომლებმაც საბჭოთა ფილმებში ითამაშეს
image

რკინის ფარდის და ცენზურის მიუხედავად ამბიციური საბჭოთა რეჟისორები მზად იყვნენ ფილმებში როლების შესასრულებლად მოეწვიათ უცხოელი მსახიობები, რომლებიც საკმაოდ პოპულარულები იყვნენ საკუთარ სამშობლოში თუ მის საზღვრებს გარეთ ;ამის გარდა იყო ერთობლივი ფილმებიც ზოგისთვის ეს გამოცდილება საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ზოგმა კი ფიასკო განიცადა.


ჩვენ შევკრიბეთ თქვენთვის რამდენიმე ყველაზე საინტერესო და წარმატებული ფილმი, რომლებშიც უცხოელი მსახიობები თამაშობენ.



არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნადია შეველევას როლი ფილმში "ბედის ირონია, ან გაამოთ" (1976) შეასრულა პოლონელმა მსახიობმა ბარბარა ბრილსკამ. ფილმს ახმოვანებს სხვა მსახიობი - ვალენტინა ტალიზინა, ხოლო სიმღერებს ალა პუგაჩოვა ასრულებს.


image


ფილმი "წითელი კარავი" (1969) ეძღვნება 1928 წლის წარუმატებელ არქტიკულ ექსპედიციას, რომლის წევრები გადარჩენისთვის იბრძოდნენ. ფილმში მთავარ როლებს ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი, პიტერ ფინჩი და იტალიელი მსახიობი კლაუდია კარდინალე ასრულებს.

image


მალკოლმ მაკდაუელმა (მარჯვნივ), ბრიტანელმა მსახიობმა, რომელიც ცნობილია თავისი როლებით ფილმებში A Clockwork Orange (1971) და Caligula (1979), ითამაშა კარენ შახნაზაროვის ფილმში თანხმობა მისცა მონაწილეობა მიეღო ფილმში "მეფის მკვლელი (1991). მსახიობი ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტის, იაკოვ იუროვსკის როლს ასრულებს.

image


გიორგი დანელიას 1990 წლის ფილმი.ფილმის მოქმედება პერესტროიკის დროს ხდება. საბჭოთა კავშირიდან საკუთარი ებრაელი ნახევარძმის ნაცვლად წასული მერაბ პაპაშვილი ავსტრიისა და ისრაელის გავლით სამშობლოში დაბრუნებას ცდილობს.ორვე ძმები პაპაშვილების (მერაბი და იაკობი) და ტაქსის მძღოლის როლს ასრულებს ფრანგი მსახიობი ჟერარ დარმონი, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს ისეთი ფილმებით როგორიცაა, „რაბინ იაკობის თავგადასავალი“ და "ასტერიქსი და ობელიქსი"

image


ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“ (1979) რომელიც გადაიღო გრიგორი ჩუხრაიმ, მოგვითხრობს ტაქსის მძღოლის რთულ ბედზე, რომელიც ოცნებობს დაუბრუნდეს თვითმფრინავის შტურვალს. სხვა საბჭოთა მსახიობებთან ერთად ფილმში თამაობს ორი იტალიელი სუპერვარსკვლავი ორნელა მუტი და ჯანკარლო ჯანინი.

image


"ალი ბაბასა და ორმოცი ყაჩაღის თავგადასავალი" 1980 წლის საბჭოთა-ინდური მხატვრული ფილმი, დაფუძნებული აღმოსავლურ ზღაპრებზე (რეჟისორი ლატიფ ფაიზიევი და რეჟისორი უმეშ მეჰრას) (მათი მეორე ერთობლივი ნამუშევარი იყო ფილმი „სიყვარულის ლეგენდა“ 1984 წელს).ფილმში მთავარ როლს ასრულებენ ბოლივუდის სუპერვარსკვლავები დხარმენდრა, ჰემა მალინი და ზინატ ამანი.

image


ტომ ჰალსი, ამერიკელი მსახიობი, რომელმაც მიიღო "ოსკარი" საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის ფრილმში " ამადეუსი" (1984). ჯილდოს მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ანდრეი კონჩალოვსკიმ იგი მას გადაიღო ფილმში „შიდა წრე“ (1991), რომელიც სსრკ, იტალია, აშშ-ს ერთობლივი ნაწარმოებია. მსახიობი ივან სანშინის, უბრალო კინომექანიკოსის როლს ასრულებს, ხოლო ბრიტანელი ბობ ჰოსკინსი ლავრენტი ბერიას ანსახიერებს.

image

რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა 1987 წელს ფილმში "ოჩი ჩორნიე" ლეგენდარული მარჩელო მასტროიანი მიიწვია.ფილმი გადაღებულია ჩეხოვის მოთხრობის "ქალბატონი ძაღლით" მიხედვით.

image


"ლურჯი ჩიტი"(1976 წელი) საბჭოთა-ამერიკული ერთობლივი ფილმ-ზღაპარი, სადაც გიორგი ვიცინს პარტნიორობას უწევდა ერთბაშად სამი სუპერვარსკვლავი-ელიზაბეტ ტეილორი, ჯეინ ფონდა და ავა გარდნერი.(მთავარი ფოტო)

image


"მზესუმზირები"(1970)წ. სამი ქვეყნის ერთობლივი ნაწარმოებია(სსრკ-საფრანგეთი-იტალია), ამ ფილმში თამაშობს ზემოთ ნახსენები მარჩელო მასტროიანი და იტალიის სექს-სიმბოლო სოფი ლორენი.მოქმედება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება:

ორი ტემპერამენტიანი შეყვარებულის რომანი ისე განვითარდა, რომ რამდენიმე ინტიმური ღამის შემდეგ, მათ დაქორწინება გადაწყვიტეს. თუმცა, პატარა შვებულება შეუმჩნევლად გაფრინდება, ჯარიდან თავის დახსნის გონებამახვილური მცდელობა კი, ახალგზრდა მეუღლეს იქამდე მიიყვანს, რომ აფრიკაში გამგზავრების ნაცვლად, ის რუსულ ფრონტზე, თოვლსა და ყინვაში მოხვდება.


image


ყველას ახსოვს პიტერ ფალკი, დეტექტივ კოლომბოს როლში ან თუნცაც კომედიიდან "შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო", მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელმა მსახიობმა ითამაშა საბჭოთა-იტალიურ ფილმში "ისინი წავიდნენ აღმოსავლეთში "(1964 წელი) ჟანა პროხორენკოსთან და ტატიანა სამოილოვასთან ერთად. საინტერესოა, რომ მის მაგივრად შესაძლოა ადრიანო ჩელენტანოს ეთამაშა, შემორჩენილია მისი კინოსინჯები.


image

1
285
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
2023, 26 ივლისი, 22:55
ცხელი გოგონები გელოდებით ---- www.Xmiss.pw
0 1 1