საზოგადოება "კონსტანტინე მორგოშია: ბევრი ჩინოვნიკი ამოიტრიალებს 5 ნომრიან მაისურს. დაგმობენ ბ.-ნი ბიძინას “ოცნებას” - კონსტანტინე მორგოშია 2023, 26 ივლისი, 12:47 "ჩემს შესაძლო დასანქცირებასთან დაკავშირებით, განცხადება მე უკვე გავაკეთე! ამიტომ, ამ საკითხს არ დავუბრუნდები. მაგით რომ მე ვერ დამაშინებენ, ეგ ყველამ კარგად იცის! მაგრამ ჩემს შემდეგ, რომ ოცნების სახეებს მიადგებიან, რომლებსაც დიდი აქტივები აქვთ დასავლეთში და აშშ-ში, აი მერე ვნახავთ განხეთქილებას! ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომ გადამწყვეტია ოცნების გუნდში, ეს გასაგები და ლოგიკურია, ბ.-ნი ბიძინას ფაქტორის გარეშე, ოცნების 90% - ის სახელები და გვარებიც კი არავის ეცოდინებოდა და რომ არა მათი ამჟამინდელი სტატუსი, ზოგი ემიგრაციაში იქნებოდა, ზოგიც კი სოციალურად დაუცველის სტატუსით ისარგებლებდა. კარგმა ცხოვრებამ, შეჩვევა იცის და ძნელი დასათმობი იქნება ამ ხალხისთვის. ალბათ წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ, როგორ იცხოვრონ კომოს ტბის, მონაკოს, ნიცას და პარიზის გარეშე…რა აზრი ექნება მათ ცხოვრებას GUCCI -ს PRADA - ის, Louis vuitton - ის და Hermes - ის გარეშე…
ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ დანის პირზე გადის. ისიც კარგად იცის, რომ პრემიერი ღარიბაშვილი, “ქართული ოცნების” ლათენტურ LGBT პროპაგანდისტებს და ევროპაზე "დახამებულებს" ვერ შეაჩერებს! ისიც კარგად იცის, ბ.-ნ ი ბიძინამ, რომ 11 წლის მანძილზე კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკები, ამ "პალაჟენიას" არ დათმობენ!!!
მიშას სისხლიანი რეჟიმის შემდეგ, რომ კორუფციის მიმართულებით არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, ეს ხომ ყველამ ვიცით?! “კეზერასათანაც” დალაგდნენ, ნაყოფიასთან დალაგდნენ, ფაქტობრივად ყველა ნაცების ჯიბის ბიზნესმენთან დალაგდნენ და ფულს ერთად შოულობენ. ბიზნესმენებს, რომ თავი დავანებოთ, ნაცების დროინდელ ზონდერებს და კუდის ჩინოვნიკებს ამდიდრებენ! "დაჟე" გაგა მკურნალიძე, რომელიც ყველას ახსოვს ნაცების დროიდან, ისიც კი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დეველოპერია!
პარლამენტში და სხვა ყველა სტრუქტურაში, რომ ნაცების რეანიმირება მოხდა, ესეც ხომ ფაქტია?! საერთოდ, უკვე კითხვა ისმის, ნაცებში უფრო მეტი ნაცია თუ “ოცნებაში”?! შემოდგომა დადგება, სულ მალე დაიწყება სანქციები, სტატუსის არ მოცემაზე საუბრები, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საუბარი, გამოიყვანენ ახალგაზრდებს და დაიწყებენ მაიდანს! ამ დროს, ჩვენ დავრჩებით უფლის იმედად, ჩვენი ხელებით გვექნება ქვეყანა დასაცავი, ბოლომდე დავიცავთ მას და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთელი მსოფლიო ნახავს, რომ ქართველი ხალხის დამარცხება შეუძლებელია!!!
პ.ს. მოსალოდნელი დაძაბულობის პიკზე, “ქართული ოცნების” დიდი ნაწილი, უკვე სხვა ნავში იქნება გადამხტარი. ბევრი ჩინოვნიკი ამოიტრიალებს 5 ნომრიან მაისურს. დაგმობენ ბ.-ნი ბიძინას “ოცნებას” და იტყვიან, რომ ის ბრაზილიაში გაიქცა!!! მაგრამ მათ ავიწყდებათ მთავარი ფაქტორი, ქართველი ხალხი, რომელიც მათ სულ 24 საათში გახვეტავს ქვეყნიდან!!!!" - კონსტანტინე მორგოშია
333 შეფასება არ არის
|