x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წინაპართა ისტორია – საიდუმლო ტექნოლოგიები და 3 მლრდ წლის არტეფაქტი

დედამიწის ისტორია ხელახლა უნდა დაიწეროს, რადგან გლობალისტების მიერ შემოთავაზებული ცრუ ცოდნა, ჩვენს მსოფლმხედველობაში ბუნდოვანებას იწვევს. ხოლო, ახალი აღმოჩენები, ფანტასტიკურ ისტორიას ავლენს იმის შესახებ, თუ როგორი იყო სინამდვილეში წარსული. აქ სწორედ, ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას განვაზოგადებთ, რომელიც მეცნიერების ახალი დარგის, «აკრძალული არქეოლოგიის» მიერ არის გავრცელებული.


image


წინაპართა ისტორია


ჩვენ ნამდვილად არ ვართ პირველი, ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია დედამიწაზე, რადგან ზოგიერთი უძველესი არტეფაქტის ასაკი 1, 5 მილიარდ წელს და უფრო მეტსაც აღწევს. მაგ., ქანში განამარხებული ჭანჭიკი, რომლის ასაკი, ექსპერტების დასკვნით, 3 მილიარდი წელი არის. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი შორეული პერიოდი, ჩვენთვის ჯერ კიდევ ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება და უძველეს ცივილიზაციებზე, რომლებმაც ეს არტეფაქტები შექმნეს, რაიმე კონკრეტულის თქმა ძალიან რთულია...


image


ადამიანის საწყისი


ჩვენ აქ ყურადღებას მხოლოდ 500 000 წლის წინანდელ პერიოდზე გავამახვილებთ, რადგან თანამედროვე ცივილიზაციის ფორმირება სწორედ მაშინ დაიწყო. მრავალი, უძველესი, დამოუკიდებელი ისტორიული წყაროს ერთმანეთთან დაკავშირებით, შეგვიძლია საკმაოდ ეფექტურად აღვწეროთ, თუ როგორ წარმოიშვა ამ პლანეტაზე ადამიანი. ხოლო, ძირითადი ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მთავარია ამ მიმართულებით, იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უცხოპლანეტელების გენეტიკასთან შერწყმით ვართ შექმნილები.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი მაშინ სულ სხვანაირი იყო... ათასობით ნაპოვნი ჩონჩხი და ფეხის გიგანტური კვალი ამტკიცებს, რომ ადამიანის საკმაოდ ბევრი სახეობა არსებობდა. თავად გიგანტებში კი, არ შეინიშნებოდა განსხვავება ისტორიულ მონაცემებთან, რადგან თითქმის ყველა უძველესი ისტორიული წყარო, რომლის ნაწილი, წმინდა წიგნებად არის აღიარებული, შესანიშნავად აღწერს ამ გიგანტების გარეგნობას და ზომას.

მაგრამ, მეცნიერებამ ეს ინფორმაცია ლეგენდებად ან ზღაპრად «მონათლა». თუმცა, სიმართლე ის არის, რომ წარსულში, დედამიწაზე, ადამიანები ცხოვრობდნენ, რომელთა სიმაღლე, ზოგჯერ, 12 მ–ს აღემატებოდა. მაგ., ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით, ე. წ. ედემის პერიოდის შესახებ, როდესაც დედამიწა, ყველა ცოცხალი არსებისთვის, ერთი დიდი სამოთხე იყო.



image


კაცობრიობის უძველესი ისტორიიდან, ყველაზე კარგად ის პერიოდია შესწავლილი, როდესაც ადამიანები «ღმერთების» მონები იყვნენ. თუმცა, მონობას მაშინ სხვა სახე ჰქონდა. არსებული ინფორმაციით, იმ დროს, მონებს საკმაოდ კარგი ცხოვრება ჰქონდათ. დასახლების ყველა მცხოვრებს ჰქონდა საკუთარი სახლი, საკვები და დაცული იყო მისი უსაფრთხოება. სანაცვლოდ კი, ის საკუთარ ბატონებს ტაძრების მშენებლობაში, წიაღისეულის მოპოვებაში და სხვა სამუშაოებში ემსახურებოდა.


სხვა კლიმატი სხვა გონება


გიგანტები ასევე დაკავშირებულნი არიან ჩვენი წარსულის სხვა ფაქტებთანაც. მაშინ პლანეტის კლიმატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, იმ კლიმატისგან, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. ჰაერში СО2 (ნახშირორჟანგი) მაღალი კონცენტრაცია, მთავარი ფაქტორი იყო, რამაც ასეთი უზარმაზარი ზომის ცოცხალი არსებების გაჩენა გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ გოლიათები, თანამედროვე ადამიანების დიდი ვერსიები არ იყვნენ... მათი ტვინი სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე მუშაობდა და რა თქმა უნდა, თუ ასეთ ადამიანს დღევანდელ მანქანაში ჩავსვამთ, ის მის მართვას ვერ შეძლებს, რადგან სხვანაირად აზროვნებდა.

მხოლოდ ჩვენმა ცივილიზაციამ, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარების შედეგად, მოახერხა და ბიომექანიკური რობოტად იქცა. ხოლო ცხოვრება, მუდმივი ზეწოლის და დაჩქარებული ტემპით, გვაიძულა გონების შექმნა, რომელიც კალკულატორს ძალიან ჰგავს.


წინაპართა საიდუმლო ტექნოლოგიები


კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გვაოცებს, ჩვენი პლანეტის წარსულის შესწავლისას, — ეს ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ. მთელ მსოფლიოში ვხვდებით მოწინავე მოწყობილობების ნაშთებს, რომლებსაც მაგ., არქიტექტურაში იყენებდნენ. უძველეს დროში, ძალიან საინტერესო მოწყობილობები ჰქონდათ. ხოლო, მათი მუშაობის პრინციპი, ჩვენთვის დღემდე საიდუმლოდ რჩება.


image


გლობალური კატასტროფა


დედამიწაზე უამრავი კვალი და მტკიცებულება არსებობს, წარსულში მომხდარი გლობალური კატასტროფის შესახებ, რომელმაც პლანეტის სახე და მასზე დასახლებული ცივილიზაციები შეცვალა. დაახლოებით, 13 ათასი წლის წინ, დედამიწას თავს წარღვნა დაატყდა და მისი შედეგი, პლანეტის ყველა მცხოვრებს შეეხო.


image


პლანეტის ჩრდილოეთ რეგიონებში მცხოვრები ხალხების მიგრაციამ, ახალი ქვეყნების წარმოქმნა განაპირობა, მაგ., ისეთის, როგორიც ძველი ეგვიპტე იყო.

დღეს ეგვიპტე, ოფიციალური მეცნიერების მიხედვით, ერთ-ერთ უძველეს ცივილიზაციად ითვლება, მაგრამ ალტერნატიულ მეცნიერების მონაცემებით, ის — შედარებით ახალგაზრდა სამეფო იყო*.

გარდა ამისა, ვხედავთ, ადამიანები როგორ ცდილობდნენ, საუკუნეების მანძილზე, კატასტროფის შედეგად, დაკარგული ცოდნის და ტექნოლოგიების აღდგენას.


ევროპის საიდუმლოებები


რაც შეეხება ევროპის წარსულს, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა უარვყოთ სამეცნიერო ზღაპარი, იმის შესახებ, რომ პირველი უდიდესი ცივილიზაციის წარმომადგენლები კონტინენტზე, ძველი რომაელები იყვნენ. ხოლო, იმის მტკიცებულება, რომ ეს ასე არ იყო, ბოსნიაში აღმოჩენილი გიგანტური პირამიდების კომპლექსია.


image


ეს ჩვენი ცივილიზაციის მიერ აღმოჩენილი, ყველაზე დიდი უძველესი ნაგებობებია, რომლის შემქმნელების შესახებ, ჩვენ, პრაქტიკულად, არაფერი ვიცით. მაგ., ერთ-ერთი პირამიდა, საშუალო ზომის ქალაქის ხელაა, ამიტომ ის, უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა. მხოლოდ ერთი რამ არის უდავო — მთელი თანამედროვე არქიტექტურის შედარებაც კი არ შეიძლება, ამ გიგანტური კომპლექსის მშენებლობასთან... და რომ არა, დამკვიდრებული აზრი და ისტორია, ჩვენი წარსულის შესახებ, რომელიც თაობიდან – თაობას გადაეცემა, შესაძლოა, ჩვენი პლანეტის და ცივილიზაციის რეალური ისტორია, უფრო სწრაფადც გაგვერკვია!..


* ალტერნატიული მეცნიერების ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ პირამიდები ატლანტებმა ააშენეს, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან პირამიდები უფრო ადრე აშენდა, ვიდრე ატლანტიდა. აქამდე ფიქრობდნენ, რომ პირამიდები ლომის ეპოქის დასაწყისში (იხ. «ეგვიპტის პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული»), 12 000 წლის წინ არის აშენებული. ეს თარიღი მეცნიერებმა სფინქსის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრეს. მაგრამ, დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, დადგინდა, რომ სფინქსს კავშირი არა აქვს პირამიდებთან და ის უფრო გვიან არის გაკეთებული. გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* გოლიათები სამყარო და მათი გაქრობის მიზეზი

* ქვანახშირის მაღაროში აღმოჩენილი უცნაური არტეფაქტები

* ნახატებით მოყოლილი სახალისო ისტორიები

* პატარა კოტეჯი ბორბლებზე საოცრად მიმზიდველი ინტერიერით



1
297
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
297
  
2023, 28 ივლისი, 23:19
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Xmiss.pw
0 1 1