სხვა ჭურჭელი და სამზარეულოს ატრიბუტები სსრკ-დან, რომლებსაც თითქმის ყველა ოჯახში ნახავდით 2023, 25 ივლისი, 15:20 საბჭოთა კავშირში და სოცქვეყნებში დამზადებული ჭურჭელი და სამზარეულოს ატრიბუტები არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გააღვიძოს ადამიანებში ნოსტალგია ერთმა უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო ნივთმა.გადახედეთ ფოტოებს და გაიხსენებთ ბევრ ნივთს, რომელიც თქვენ სახლში გქონდათ, ან თუნდაც მეზობელთან ან ნათესავთან გინახიათ, რა თქმა უნდა არც ისაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი რამ დღესაც გქონდეთ სახლში შემონახული. ამ თუნუქუს კოლოფებს მრავალ ოჯახში ნახავდით, სადაც დიასახლისი ინახავდა სხვადასხვა მარცვლეულს თუ სანელებლებს კლასიკა, ლეგენდარული თლილი ჭიქა, რომელსაც ყველგან შეხვდებოდით და რომლის დიზაინიც შექმნა ქალმა, სკულპტორმა ვერა მუხინამ.ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჭიქას 15 წახნაგი ჰქონდა, ანუ რამდენი რესპუბლიკაც იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ემალის ჭურჭელი, რომელიც ძალზე პოპულარული იყო, ეს იქნებოდა ქვაბი, რძის ბიდონი, ჯამი თუ ჩვეულებრივ ემალირებული ჭიქა. საკმაოდ ნაცნობი ყავის(ჩაის ) სერვისი, რომელსაც უამარავ ოჯახში ნახავდით. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის "მადონას" სერვისი ხელუხლებლად, "ამაყად" იდო "ზალაში" მტრის თუ მოყვრის თვალის დასაბრმავებლად. "ოქროსფერზოლიანი გვარდია", ეს ჭიჭები ალბათ სახლში დღესაც ბევრს ულაგია. ჩეხური საკანფეტე ვაზის გარეშე როგორ იქნებოდა აბა..და საერთოდ ჩეხური ვაზები უნდა დებულიყო სახლში, რაც ფუფუნების მიმანიშნებელი იყო. შუშის მწვანე ვაზები თეფშები და ჭიქებიც ჩაის ჭიქის ჩასადები საკმაოდ ნაცნობი ნივთი ესეც ჩაის გასაფილტრი დოქი 6 ჭიქასთან ერთად რძის ბოთლი ელექტროსამოვარი ჭურჭელი თევზეულისთვის ფაიფურის სერვისის ქონა, რომელიც დეფიციტში იყო, საკმაოდ პრესტიჟლად ითვლებოდა. ვერცხლის თუ მელქიორის ნაკრებს, მრავალ ოჯახში ნახავდით, უმეტესობამ ის 90-იან წლებში გაყიდა, გაუსაძლისი გაჭირვების გამო. არყის გრაფინი თავის ჭიქებით 295 3-ს მოსწონს
|