x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მაგას მაინც ნუ ალაპარაკებთ, ბიჯო, ყველა პარტიაზე დოინჯითაა გადამხტარი"- ვისზე საუბრობს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი ვახო სანაია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" თანამშრომლობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრის, გია ცაგარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "ყველა პარტიაზე დოინჯით გადამხტარს" უწოდებს:


"გია ცაგარეიშვილი ვინმეს რომელიმე პარტიიდან გასვლასა ან უკან დაბრუნებაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს, იქ მართლა აღარაფერი არსებობს. მაგ გია ცაგარეიშვილს მაინც ნუ ალაპარაკებთ, ბიჯო, ამ თემაზე, ყველა პარტიაზე დოინჯითაა გადამხტარი და ასევე დოინჯით გადმომტარი", – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.


უცვლელად გთავაზობთ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ აღიშნულ თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას:


"ეყოთ ვაჟკაცობა და თქვან: ჩვენ სააკაშვილს ვეახლეთ, მისი ფეხის მტვერი ვართ და ამიტომ როგორმე სიაში ჩაგვწერე – ალბათ, სიაში 38-ე ან 62-ე ადგილს მიუგდებენ და ჩაწერენ… სავარაუდოდ, კეზერაშვილის გავლით იგივეს “ჩალიჩობს” ხაზინის ქურდი უგულავა და რუსული ბალეტის მოყვარული ელენე ხოშტარია, რომელიც სადმე კარგ პუანტებსაც შეიძენს და შემდეგ ჩაიკოვსკის ცნობილი ნაწარმოებიდან სოლოს შეასრულებს… არჩევნები ახლოვდება, ბევრ ადამიანს უნდა სადღაც თავი დაიმკვიდროს, მიმდინარეობს უშნო ფუს-ფუსი “ნაციონალურ მოძრაობაში"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.







0
571
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
571