საბუნებისმეტყველო FBI – ის დოკუმენტების მიხედვით, ნიკოლა ტესლა უცხოპლანეტელი იყო 2024, 2 ოქტომბერი, 8:38 გამორჩეული გონების მქონე ადამიანები, ნებისმიერ ეპოქაში, საკუთარი ჭკუითა და გამოგონებებით, ყოველთვის აოცებენ სხვებს. ჩვეულებრივი ადამიანი, ახლოსაც ვერ «მოვლენ», მაგ. ისეთ მეცნიერებთან, როგორიც აინშტაინი და ტესლა იყო. უფრო მეტიც, არსებობს ინფორმაცია, რომ ნიკოლა ტესლა, საერთოდ, უცხოპლანეტელი იყო! ყოველწლიურად, FBI (გამოძიების ფედერალური ბიურო), ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, გარკვეული პიროვნებების და მოვლენების შესახებ, ზოგიერთი დოკუმენტს ასაჯაროებს. ერთ-ერთ ასეთი დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცნობილი მეცნიერი დედამიწაზე, ვენერადან ჩამოვიდა. დოკუმენტის მიხედვით, ტესლა ნაშვილები და «არამიწიერი» იყო. თურმე ის უცხოპლანეტელების ხომალდზე დაიბადა, რომელიც ხელსაყრელი პირობების მოსაძებნად, დედამიწისკენ მოემართებოდა. ის ბავშვობიდან, თანატოლებისგან, ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა და გამუდმებით, ჩხირკედელაობდა.
არსებობდა, თუ არა, ეს იდუმალი ქალბატონი და მართლა დაწერა თუ არა წიგნი, უცნობია... და ეს გასაკვირი არც არის, ფედერალური ბიურო ხომ ყველაფერს ასაიდუმლოებს?! დოკუმენტებში ამ წიგნის რამდენიმე გვერდიც არის, რომელშიც ნათქვამია, რომ მეცნიერმა, არამიწიერ ცივილიზაციებთან კომუნიკაციისთვის, მოწყობილობა გამოიგონა და არაერთხელ გამოიყენა კიდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწყობილობა მუშაობდა. ტესლა მუდმივ კონტაქტში იყო თავისი მოდგმის ხალხთან, ვენერაზე. ის მათ ცოდნას გადასცემდა, რომელსაც თავისი გამოგონების შესაქმნელად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ მეცნიერმა 700-ზე მეტი სხვადასხვა მოწყობილობა შექმნა, რომელიც ასე, თუ ისე, ელექტროენერგიასთან და მონაცემთა უსადენო გადაცემასთან იყო დაკავშირებული.
პირამიდებთან დაკავშირებული, მისი მოსაზრება რთული დასაჯერებელია... მაგრამ, ვინ იცის, მეცნიერი რა ცოდნას ფლობდა? შესაძლოა, ის ინფორმაციას მართლაც საკუთარი თანამოძმე, ვენერელებისგან იღებდა?! სხვა შემთხვევაში, რთული წარმოსადგენია, რომ ადამიანი, რომელიც XIX ს–ის II ნახევარში ცხოვრობდა, მოწყობილობებს ქმნიდა, რომელიც დროს უსწრებდა... ვიღაც იტყვის, რომ ნილოლა ტესლა, უბრალოდ, გენიოსი იყო და ამიტომ მუშაობდა მისი ტვინი გაათმაგებული შესაძლებლობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერის გამოგონებების უდიდესი ნაწილი, ნახაზებთან და სქემებთან ერთად, უბრალოდ, გაუჩინარდა... არხის სხვა სიახლეები:* ფსბ – მ ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა* იმაზე თუ გიფიქრიათ, რატომ არის ზღვა მარილიანი?* 5 რეალური ფაქტი, რომელიც მოგონილს უფრო ჰგავს* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ702 1-ს მოსწონს
|