x
მეტი
  • 14.12.2024
  • სტატია:138809
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512459
ნიკოლა ტესლას დროის მანქანა

დროში მოგზაურობის ფაქტებით, უამრავი ადამიანია დაინტერესებული. ეს არის მოვლენა, რომლითაც მხოლოდ ჩვენს ეპოქაში კი არა, დიდი განსჯის საგანს წარსულშიც წარმოადგენდა... და როდესაც ალბერტ აინშტაინმა 1905 წელს თავისი ფარდობითობის თეორია გამოაქვეყნა, ბევრი მეცნიერი იმაზე დაფიქრდა, რეალურად, შეიძლებოდა, თუ არა დროში მოგზაურობა?


image


დროის მანქანა


დროში მოგზაურობის იდეით, კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე დიდი მეცნიერი ნიკოლა ტესლაც იყო გატაცებული. ის დროის მანქანაზე მუშაობდა და არსებული ინფორმაციის თანახმად, წარმატებასაც მიაღწია. სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: «შემიძლია წარსული, აწმყო და მომავალი ერთდროულად დავინახო».

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტესლა ამ პროექტზე «ფარდობითობის თეორიის» გამოქვეყნებამდე მუშაობდა. მაგ., 1895 წლის ის კვლევის ანგარიშებში წერდა, რომ დროზე და სივრცეზე, შესაძლებელია, გავლენას პლანეტის მაგნიტური ველი ახდენდეს. ხოლო, აინშტაინის თეორიამ, მას საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელების რწმენა გაუმტკიცა.


სახიფათო ექსპერიმენტი


სავარაუდო იდეა, დროის და სივრცის მაგნიტური ველით ცვლილების შესაძლებლობის შესახებ, არაერთი ექსპერიმენტის ჩატარების მიზეზი გახდა. მათ შორის იყო ფილადელფიის ექსპერიმენტი*, რომელიც ბევრს ტყუილი ჰგონია.

ახლა უკვე რთულია, იმის გაგება, თუ რამდენად წარმატებული იყო მეცნიერის კვლევის შედეგი. მაგრამ, როგორც თვითმხილველმა განაცხადა, რომელიც ტესლას ასისტენტი იყო, ერთ–ერთი ექსპერიმენტის დროს, დროის მანქანამ, ცნობილი მეცნიერი კინაღამ მოკლა. მას დენმა დაარტყა. ხოლო, მას შემდეგ, რაც მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გონზე მოვიდა, ირწმუნებოდა, რომ ის დროის და სივრცის სრულიად სხვა ფანჯარაში მოხვდა და რომ, მის მიერ შექმნილ, ხელოვნურ მაგნიტურ ველში ყოფნისას, წარსულის, აწმყოს და მომავლის, ერთდროულად დანახვა შეეძლო.

თუმცა, ეს მხოლოდ მეცნიერის სიტყვები იყო და არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ამას დაადასტურებდა ან უარყოფდა. მიზეზი კი ის არის, რომ როდესაც ნიკოლა ტესლა გარდაიცვალა, მის სახლში FBI–ის წარმომადგენლები მივიდნენ და ყველაფრის კონფისკაცია მოახდინეს. დოკუმენტები, ანგარიშები, ხელსაწყოები... ყველაფერი ყუთებში ჩაალაგეს და საიდუმლო გრიფი დაადეს.


* 1943 წლის 13 აგვისტოს, ფილადელფიის სანაპიროზე (პენსილვანიის შტატი) ექსპერიმენტი გემზე ჩაატარეს. ის ჯერ სხვა განზომილებაში გადაიტანეს, ხოლო შემდეგ, მისი მატერიალიზება ისევ ჩვენს განზომილებაში, ნორფოლკის სანაპიროებთან (ვირჯინიას შტატი) მოახდინეს. გემის ეკიპაჟის 181 წევრიდან, უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო ვინც გადარჩა, შეშლილობის ზღვარზე იყო.


image

imageimageimageimage



0
916
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0