x
მეტი
  • 30.09.2024
  • სტატია:137344
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511307
"ტვ პირველის" მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ქონების გარეშე დატოვეს
image

ბიძინა ივანიშვილების საგვარეულო სასახლეს, რომელიც ლამის ნახევარი სოფელია, ახალი მფლობელი ჰყავს. წლების განმავლობაში, თვალუწვდენელ მამულებს, რეზიდენციას, ვერტმფრენების დასაფრენ მოედნებს ბერა ივანიშვილი ფლობდა, თუმცა 7 ივნისს, დაჩქარებული წესით, მთელი ქონება ეკატერინე ხვედელიძეზე, ჩუქების ხელშეკრულებით გადაფორმდა. ამტკიცებენ ტვ პირველის "შაბათის ეთერში".


ივანიშვილის ოთხი შვილიდან, ახლა არც ერთი საქართველოში არანაირ უძრავ ქონებას აღარ ფლობს, ოთხი შვილიდან სამი, სამშობლოში, არც ბიზნესის მფლობელია. ბერა ივანიშვილის სახელზე შემორჩა მხოლოდ შპს "ქართული ოცნება" და "სილქ ფაქტორი სტუდიო".


დოკუმენტების შესწავლის შემდეგ "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბერა ივანიშვილს დედის სასარგებლოდ ნახევარ დღეში დაათმობინეს ყველაფერი. მიწების ეკატერინე ხვედელიძის სახელზე გადატანა ივანიშვილს ისე ეჩქარებოდა რომ საჯარო რეესტრში სტანდარტული ოთხ დღიანი პროცედურის ნაცვლად დაჩქარებული მომსახურება შეუკვეთა. 7 ივნისს, დილის 09:56 საათზე დაიწყო ბერა ივანიშივლის სახელით, მიწის პირველი ნაკვეთის დათმობა, იმავე დღეს 5 საათის ინტერვალით, ბერამ, დედის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე 180 ათას კვადრატულზე მეტი ტერიტორია გადააფორმა. შვიდი ტრანზაქცია სამ საათზე დაასრულეს.



ფართობები, რომლებიც ბერას სახელზე აღარ არის, არც საინვესტიციო ტერიტორიაა და სხვა მიწებისგან განსხვავებით, ოლიგარქს არც გასაყიდად უნდა. ეს ივანიშვილის მშობლიური სოფლის მიწებია ჭორვილაში. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ ეჩქარებოდა ივანიშვილს ასე ძალიან, რომ მისი შვილის სახელზე საქართველოში არანაირი ქონება აღარ ყოფილიყო?!


ბერა ივანიშვილის სახელზე მხოლოდ საჩხერის საგვარეულო მამული და ოლიგარქის სასახლე არ იყო გაფორმებული. მან დათმო, ტერიტორიები შეკვეთილში, მათ შორის დენდროლოგიური პარკიც. ამ ქონებას კომპანია “ურეკი რეზიდენსი’’ ფლობდა, რომელიც ბერა ივანიშვილმა ასევე დედას გადაუფორმა. ქონებებით თამაშის ამ ისტორიაში თვალსაჩინოდ იკვეთება ვერსია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი სანქციების მოლოდინის შიშით, კაპიტალის გადაჯგუფებას სხვადასხვა მიმართულებით ახდენს.


დასკვნა ერთია, ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი შეშინებულია, რადგან ყველაზე სანდო საფინანსო ინსტიტუტში წლობით ნაგროვები ფული უბრალოდ გაუქრეს.


ივანიშვილი ჩივის, მაგრამ ჯერ რეალური შედეგი ვერ მიიღო, იგებს სასამართლოებს, მაგრამ ფულს ბოლო ინსტანციამდე, მაინც არ აძლევენ. როგორც ჩანს, ხედავენ საფრთხეს რომ თუ მილიონებზე წვდომას მისცემენ, მილიარდერმა ფული შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენოს.


"შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა დოკუმენტები, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ შვილებისგან, არამედ უძრავ ქონებას ძმისშვილებისგანაც საკუთარ სახელზე იფორმებს.


ივანიშვილის 2023 წლის ზაფხულის ტრანზაქციების შემოწმების შემდეგ "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა ისიც, რომ ქონება ოლიგარქის ან მისი მეუღლის სასარგებლოდ მხოლოდ ბერას არ დაუთმია. ბიძინა ივანიშვილმა გადაიფორმა ტერიტორია შენობით, რომელსაც მისი ძმისშვილი გრიგოლ ივანიშვილი უმცროსი ფლობდა. დოკუმენტის თანხმად, 20 წლის გრიგოლმა, იმ ბაბუისგან მიღებული მემკვიდრეობა, რომლის სახელსაც თავად ატარებს, სულ ახლახან ბიძას აჩუქა. ოფიციალურ დოკუმენტებში პირდაპირ წერია, რომ ალექსანდრე ივანიშვილის ვაჟი გრიგოლი, 2023 წლის 18 მაისს, რეესტრში თავად მივიდა და მემკვიდრეობით მიღებული ქონების, ოლიგარქი ბიძისთვის ჩუქების ხელშეკრულებას ხელი პირადად მოაწერა.


მილიარდერ ბიძაზე, წინაპრების დანატოვარის გაჩუქების მეორე დღესვე, გრიგოლ ივანიშვილი კომპანიას აფუძნებს. კომპანიის დაფუძნება ერთადერთი აქტივობა არ არის, რომელიც მილიარდერის ძმისშვილმა, ბიძისთვის უძრავი ქონების გადაფორმების შემდეგ განახორციელა. ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ქონების დათმობის შემდეგ, 2023 წლის 7 ივნისს, სახელმწიფომ 20 წლის ალექსანდრე ივანიშვილს საჩხერის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვადრატული მეტრი ორ ლარად და 40 თეთრად მიჰყიდა.


გამოდის, რომ მიწა ჭორვილაში სჭირდებოდა და მილიარდერ ბიძას მაინც აჩუქა, მან კი სანაცვლოდ, ორჯერ დიდი ტერიტორია, მიზერულ ფასად, აუქციონის გზით აყიდვინა.

2
210
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
210
  
2023, 23 ივლისი, 21:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 ივლისი, 14:29
ივანიშვილი ნამდვილად შეშინებულია, ეშინია ნიდარა მელაძის გამომძიებელ ჟურნალიტთა ჯგუფის. ნოდარამ ბევრი რამ გამოუჩხრიკა ბიძინას, მაგ. ტყე რომ შემოღობა და ხოხბებსა და გნოლებს ამრავლებდა მათი დაკვლის და ხორცად გაყიდვის მიზნით აგრეთვე რამდენი ოჯახი გააუბედურა თავის ეზოში ხეების გადარგვის დროს. აბასტუმანში ცა გადაკეთა და ა.შ. კიდევ ბევრი ზღაპარი აქვს მოფქირებული ნოდარიკოს,რომელსაც ნაწილ ნაწილ მიჰყიდის ჭუტავიზიას.
0 1 2