x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო სალოცავი იაპონიაში, რომელიც მთლიანად ქალის მკერდს ეძღვნება

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაპონურ ტაძარში, რომელიც ეძღვნება ექსკლუზიურად ქალის მკერდს. ძისონ-ინის ტაძარი, რომელიც მდებარეობს კოია-სანის მთის ძირში, პატარა სოფელ კუდოიამაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ბუდისტური სალოცავია იაპონიაში.image
გარედან ტაძარი არაფრით განსხვავდება სხვებისგან. მაგრამ როგორც კი შეხვალთ, ინტერიერის დიზაინი შეგახსენებთ, რომ ნამდვილად განსაკუთრებულ ადგილას ხართ. შიგნით შეგიძლიათ იპოვოთ ათასობით ხის დაფა რეზინისა და ქსოვილისგან, პლასტმასისგან ან საღებავისგან დამზადებული მკერდით.image
ძისონ-ინის ტაძარი თავდაპირველად აშენდა, როგორც წმინდა მთის კოია-სანის შესასვლელი. მაგრამ ერთ დღეს ექიმი მივიდა იქ განსაკუთრებული ლოცვით თავისი ერთ-ერთი პაციენტისთვის, რომელიც მკერდის კიბოთი იყო დაავადებული და მას შემდეგ სალოცავში ცვლილებები დაიწყო. ექიმმა ნებართვა ითხოვა, რომ ტაძარში შესაწირი მიეტანა მკერდის სახით. მსახურები დათანხმდნენ და მალე ახალი ტრადიცია დაიბადა.image
პირველი წყვილი მკერდის გამოჩენის მომენტიდან, ხალხმა მთელი ქვეყნიდან დაიწყო ტაძარში მოსვლა, რათა შეწირულობებზე თავისი “მინი მკერდი" დაემატებინა. ზოგიერთი სტუმარი ლოცულობს ჯანმრთელი ორსულობისთვის, ზოგი კი ღმერთებს სთხოვს სტაბილურ ლაქტაციას ან ძუძუს კიბოს განკურნებას.

ტრადიცია ცოტა უცნაურია, მაგრამ მისი არსი უბრალოდ ლამაზია.imageimageimageimage






0
44
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0