x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნეტავ, რა ისტორიის მოყოლა უნდა ამ მომამრო, ნახალშიკს? მზად ვარ, დეტალურად მოვუყვე"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი "გირჩის" ერთ- ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას "ტვ პირველის" ეთერში "ევროპულ საქართველოსთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "მომამრო, ნახალშიკს" უწოდებს:



"ნეტა რა ისტორიის მოყოლა უნდა ამ


მომამრო, ნახალშიკ ელისო კილაძეს?


რა არ მოვყევი?


მე საიდუმლოს იმით ვინახავ, რომ საიდუმლო არ მაქვს.


ენმ-დან გირჩის გასვლის და პალიკოს ამბები ხომ არ აინტერესებს ნეტა.


მზად ვარ, დეტალურად მოვუყვე თუ რამე დავაკელი - შეიძლება ახლა დეტალებიც საინტერესო იყოს"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "გირჩის" წევრმა იაგო ხვიჩიამ "ტვ პირველის" ეთერში "ევროპულ საქართველოსთან" დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მათ გარდა იდეებზე ასევე ისინიც საუბრობენ, თუმცა მისივე თქმით, პარტიას და თამარ ჩერგოლეიშვილს წარსულის გაუაზრებლობის პრობლემა აქვთ.


"არ მოვიტყუები, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუ ვინმე ცდილობს იდეებზე ილაპარაკოს, ეს არის „ევროპული საქართვლო“, კონკრეტულად ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი, მაგრამ ჩემი აზრით, რა შეცდომასაც უშვებს, არის საკუთარი წარსულის გაუაზრებლობა და იდეებზე რომ ლაპარაკს იწყებ, მაშინ, როდესაც საკუთარ წარსულში იგე შეცდომები გაქვს, რაზეც ახლა სხვას აკრიტიკებ, საერთოდ გადაფასებული არ გაქვს, აღიარებული არ გაქვს როგორც შეცდომა. სანამ ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი არ მოჰყვება იმ ისტორიებს, სადაც თვითონ მონაწილეობდა, როგორც „ქართულ ოცნებასთან“ ისე კეზერასვილთან ერთად, მინიმუმ თავი რომ დავანებოთ მანამდე ნაცების ამბავს..." განაცხადა "ტვ პირველის" ეთერში "გირჩის" ერთ - ერთმა ლიდერმა.








0
632
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
632