x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილი დედის გამოცხადებამ და სიტყვებმა ნარკომანი მძღოლი სიკვდილს და მაშტაბურ ავარიას გადაარჩინა


image
არაფერ სიახლეს არ ვიტყვი, თუ ვიტყვი რომ ადამიანის ფენომენი და გონებრივი შესაძლებლობები დღემდე არაა სრულად ამოხსნილი და გაშიფრული.
ადამიანების ცხოვრებაში ხდება ფაქტები, რაც ამ ადამიანების ფსიქოლოგიას რადიკალურად ცვლის, "უნიჭო" ნიჭიერი ხდება და პირიქით, გარდა ამისა ადამიანი რომელიც მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბრობდა რამდენიმე ენაზე ალაპარაკებულა.

ჩემს თავზეც ვიტყვი, მოზარდობაში მიზეზთა გამო სამოქალაქო ომის დროს ჩვენი სახლი გადაწვეს, გადატანილმა სტრესმა კი უძილობა დამიტოვა. 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 2-3, უიშვიათეს შემთხვევაში 4 საათი მძინავს.
საქართველოში და უკრაინაში ცნობილი ფსიქოლოგების ჩარევამ, ნევროლოგების მიერ გამოწერილმა პრეპარატებმა მიზერული შედეგი ვერ დადო და ვარ ასე, თუმცა ეს ხელს არ მიშლის არანაირად.

რამდენიმე წლის წინ სამეგრელოში მოხდა ფაქტი რაც ძალიან ბევეს სმენია და პირადად მასში მონაწილისგან გაუგია.
ერთ ქალაქში შეძლებული ოჯახის ერთადერთი ბიჭი სტუდენტობისას წამალდამოკიდებული გახდა, რის ვაივაგლახით დაამთავრა ინსტიტუტი და საკუთარ ქალაქში იგივე გააგრძელა. მამამ იფიქრა ეგება რამე შეცვალოს ცხოვრებაშიო და იმ დროისათვის თითქმის სულ ახალი, გერმანული ბრენდის მანქანა უყიდა, მაგრამ უშედეგოდ. ნარკომანი ნარკომანადვე დარჩა.
ბიჭის დედას კი მკერდის უკვე მეოთხე სტადიაში გადასული სიმსივნე აღმოაჩნდა, ვერც ოპერაციამ უშველა და ბიჭის დედა გარდაიცვალა.

ბიჭი იმ დღიდან კიდევ უფრო გახდა წამალდამოკიდებული, ერთ დღესაც გზაზე მიმავალმა ულამაზეს გოგოს გაუჩერა მანქანა და მგზავრობისას გოგოსთან მალევე იპოვა საერთო ენა, გოგოც ნარკომანი აღმოჩნდა, მაგრამ არა ისეთი წამალდამოკიდებული, როგორიც ბიჭი იყო.

ერთ დღეს როცა ბიჭმა ნარკოტიკის მორიგი დოზა "შეიშხაპუნა" ვენაში გადაწყვიტა მანქანით გასეირნება, ქუჩაში უბნელები დაინახა, რომლებმაც მარიხუანა შესთავაზეს, არც ბიჭს უთქვამს უარი, ღრმა ნარკოტიკულ თრობაში მყოფი კი საჭეს მიუჯდა და მანქანა გააქროლა, ბიჭი ცნობიერების დაკარგვის ზღვარზე მიაქროლებდა ლესელიძე-თბილისის ტრასაზე მძლავრ ძრავიან მანქანას, რომლის ძრავის გუგუნმა უამრავი გზის გასწვრივ მიმავალი ადამიანი დააფრთხო.

ბიჭს მოეჩვენა რომ მასთან ერთად მისი ნარკომანი მეგობარი გოგო იჯდა, რომელიც უჩიჩინებდა: სიჩქარეს მოუმატე, სიჩქარეს მოუმატე! ბიჭიც უმატებდა და უმატებდა სიჩქარეს, მის ცნობიერებაში მხოლოდ გზა ჩანდა და გოგო, რომელიც სიჩქარის მომატებას სთხოვდა.

მანქანის სიჩქარემ თითქმის მაქსიმალურს მიაღწია, მანქანა უკვე კი არ მიდიოდა, პრაქტიკულად მიფრინავდა და გზაზე მას მხოლოდ საუკეთესო დინამიკის ქონა და სწორი გზა აჩერებდა.
არავინ იცის რით დასრულდებოდა ეს რბოლა, როცა ბიჭმა საქარე მინაში დედის სახე დაინახა, რომელიც ემუდარებოდა შვილს მანქანა გაეჩერებინა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ბიჭი ნარკოტიკული ძილბურანიდან მყისიერად გამოვიდა და ეგრევე მანქანის მუხრუჭის სატერფულს მიაწვა ფეხით, გზაზე მანქანის საბურავის წივილი გაისმა, მიუხედავად ელექტრონული დაცვის სისტემების ბლოკებით აღჭურვისა, მანქანამ საკმაოდ დიდი მანძილი გაიარა სანამ ბოლომდე გაჩერდებოდა.

მანქანის გაჩერება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მოსვლაც ერთი იყო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ბიჭს საპატრულო პოლიციის მანქანა თავიდანვე აედევნა, მაგრამ საავარიო სიტუაციის თავიდან ასარიდებლად, მიყოლებით მანძილის მიხედვით ხდებოდა სხვა საპატრულო ეკიპაჟებზე ინფორმაციის მიწოდება.
ბიჭი მანქანიდან გადმოიყვანეს, რომელიც განუწყვეტლივ ერთ სიტყვას იმეორებდა-დედა!
ბიჭის მანქანის საჭეს პოლიციელი მიუჯდა ბიჭი კი ახლოს მდებარე ქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მოგვიანებით კი პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში დროებითი დაკავების საკანში მოათავსეს.

ბიჭის მამასაც შეატყობინეს, რომელიც ადვოკატთან ერთად მივიდა დეპარტამენტში თუმცა ადვოკატისგან განსხვავებით მას შვილი არ ანახეს, 48 საათის გავლის მერე კი სასამართლო დარბაზში გადაიყვანეს, სადაც იძულებით მკურნალობა დაუნიშნეს და გირაოთი გამოუშვეს, თან 2 წლიანი პირობითი სასჯელიც მიუსაჯეს.
ბიჭის ფსიქიკაში მომხდარი ფაქტის გამო იმხელა ცვლილება მოხდა, რომ ეგრევე დათანხმდა მკურნალობის სრული კურსის ჩატარებას, მეტიც სთხოვა და მეგობარი გოგოც წაიყვანა სამკურნალოდ.
მკურნალობის კურსის დამთავრების მერე ბიჭი სახლიდან არ გადიოდა, ერთადერთი ადგილი, სადაც მიდიოდა დედის საფლავი იყო.
მამასაც უკვე კარგად ექცეოდა, ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ კი მეგობარ გოგოს ხელი სთხოვა და გოგოც დათანხმდა ცოლობაზე.
უკვე საღ გონებაზე მყოფმა პატარძალმაც გული დაუდო ოჯახს, ქმარს და მამამთილს მაქსიმალურად ედგა გვერდში და ოჯახის დიასახლისობაც ითავა.
დაოჯახებიდან მეორე წლის ბოლოს წყვილს ტყუპი გოგო და ბიჭი შეეძინა, რამაც ოჯახში უზარმაზარი ხალისი და სიხარული შეიტანა.
ერთხელ მომეცა საშუალება მეკითხა ამ ბიჭისათვის, თუ რა ნახა მან ცნობიერების დაკარგვის ზღვარზე მყოფმა, მისი პასუხი ასეთი იყო: საქარე მინაზე, რომელიც თითქოს დიდ მონიტორად იყო ქცეული დედა დავინახე, რომელიც მემუდარებოდა მანქანის გაჩერებას. ეს თქვა, მიტრიალდა და წავიდა, არ გამკვირვებია მისი წასვლა, მას არ უნდოდა მის თვალებში ცრემლები დამენახა.


0
182
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
182