ფსიქოლოგია რატომ არ ესხმის ლომი ღია მანქანაში მჯდომ ტურისტებს, ფსიქოლოგებმა ეს საიდუმლო ამოხსნეს 26 ნოემბერი, 15:20 ველურ ბუნებაში გაზრდილი მტაცებლები მუდამ მტაცებლის ინსტიქტებით ხელმძღვანელობენ და ისე ესხმიან თავს მსხვერპლს. აფრიკის ნაკრძალებში მცხოვრები ლომების ოჯახი (პრაიდი) ანალოგიურად იქცევა, ოჯახის ახალგაზრდა წევრებს უკვე გამოცდილი ლომები ასწავლიან ნადირობის ყველა ხერხს. ცხოველთა მეფედ აღიარებული ლომი საკმაოდ აგრესიული, მაგრამ ძალიან საზრიანი და ჭკვიანი არსებაა. თუ მშიერი არაა და საფრთხეს არ გრძნობს, უმიზეზოდ არავის ესხმის თავს, მაგრამ ამავე დროს მისი ოჯახის ტერიტორიას კარგ მესაზღვრესავით იცავს. ნაკრძალი იმიტომაცაა ნაკრძალი, რომ ის დაცული ტერიტორიაა, სადაც რეინჯერები იცავენ ბრაკონიერებისაგან იქ მცხოვრებ პოპულაციებს. ნაკრძალების რეინჯერები აცილებენ ნაკრძალში ტურისტებს, ძირითადად ღია სახურავიანი მანქანებით და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ლომები თავს არ ესხმიან ღია მანქანებში მყოფ ტურისტებს. დიდი ხნის მანძილზე ლომების ქცევებზე დაკვირვების შემდეგ ფსიქოლოგი-მკვლევარები მივიდნენ ერთ დასკვნამდე-ლომები მანქანას არ აღიქვამენ, როგორც მათთვის საფრთხის შემცველ ობიექტს, იქ მყოფი ადამიანები კი მათი ინტერესის სფეროში ვერ ხვდებიან, რადგან მათგან საფრთხე არ მომდინარეობს. დროთა განმავლობაში ლომებმა გამოიმუშავეს შემგუებელი სახის დამოკიდებულება მანქანებისადმი, როგორც მათთვის უცხო ობიექტისადმი, რომელიც მათ მიმართ არ გამოხატავს აგრესიას, არ გამოსცემს აგრესიის გამომხატველ ხმებს, შესაბამისად მანქანაში მყოფი ადამიანები მათთვის ასოცირდება არა საკვებთან, არამედ მოძრავი ობიექტის განუყოფელ ნაწილთან, რომელიც ასევე უსაფრთხოა და სულაც არაა აუცილებელი მათზე თავდასხმა. თუმცა ფსიქოლოგების აზრით აუცილებელია ტურისტი მუდმივად ახლოს იმყოფებოდეს მანქანასთან ან მანქანაში და არ გააკეთოს მკვეთრი მოძრაობები, რადგან ლომები მაინც ცხოველური ინსტიქტებით ხელმძღვანელობენ და არაა სასურველი მათთან მიმართებით მკვეთრი ან ლომებისთვის აგრესიად აღსაქმელი ქმედების განხორციელება. ამ ტურისტმა სცადა მანქანიდან საკმაოდ გადაწეულს გადაეღო ლომისთვის სურათი, რასაც ლომის ელვისებური რეაქცია მოჰყვა-ლომი უსწრაფესად მიიჭრა, მანქანასთან, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა თავდასხმა. ღია და სანახევროდ ღია მანქანებით რეინჯერებს უსაფრთხოდ გადაჰყავთ ტურისტები ნაკრძალის ტერიტორიაზე, რომელიც ლომებს ეკუთვნით. 540 5-ს მოსწონს |