x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7–ის "მაგია" – ეს მნიშვნელოვანია

როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, მაგიდასთან ერთმანეთთან ურთიერთობა, 7 კაცზე მეტს არ შეუძლია – მათი რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში, კოლექტივი ინტერესების მიხედვით, ჯგუფებად იშლება...

ამ დასკვნის დადებამდე, შემოქმედებითი საქმიანობის მქონე კოლექტივებში, მეცნიერებმა არაერთი ექსპერიმენტი და დაკვირვება ჩაატარეს. მათი მოთხოვნით, სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების, თუ მორიგი საკითხების განხილვისას, დისკუსიებში, სხვადასხვა რაოდენობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პოლონელმა მეცნიერმა ალ. მატენკომ განაცხადა, სამეცნიერო და შემოქმედებით დისკუსიაში მონაწილეთა ოპტიმალური რაოდენობა – 7 ადამიანი იყო. ამრიგად, ამ რაოდენობის ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, ბევრად უფრო სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს ყველა სახის დავალებას.image

ევროპელი მეცნიერის აზრს, ამერიკელი მეცნიერებიც ეთანხმებიან. კალიფორნიის ინსტიტუტის (BioCircuits Institute at the University of California, Institute for Nonlinear Science) ნეირობიოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 7 – არის თავის ტვინის «ოპერატიული მეხსიერების» მოცულობის ეკვივალენტი. და ეს რომ ასეა, ამის დამტკიცება უმარტივესი ტესტით შეიძლება: სთხოვეთ ნაცნობ-მეგობრებს, 10 სიტყვისგან შემდგარი სიის შედგენა და შემდეგ, ამ სიტყვების მეხსიერებით აღდგენა. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მხოლოდ შვიდი სიტყვის გახსენებას შეძლებენ.
იგივე ხდება იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელის წინ რამდენიმე კენჭს დააგდებთ და ერთი შეხედვით, კენჭების რაოდენობის დასახელებას სთხოვთ. შეცდომას არავინ უშვებს, ვიდრე კენჭების რაოდენობა 5 ან 6-ია. თუ ერთიც დაემატა, რაოდენობა გაიზრდება და კიდევ თუნდაც ერთი კენჭის დამატების შემთხვევაში, შეცდომა გარდაუვალი იქნება. ამის მიზეზი ის არის, რომ ტვინის ოპერატიული მეხსიერება უკვე შევსებულია და ახალი ინფორმაცია, მე-8 კენჭის სახით, ძველს გამოდევნის.

ამიტომ, 7 ოპტიმალურია ყველა სფეროში. უძველეს დროში, ამ ციფრთან დაკავშირებით, ექსპერიმენტებს არ ატარებდნენ და სამეცნიერო ტრაქტატები არც დაუწერიათ და არც წაუკითხავთ! მაგრამ, ინტუიციურად გრძნობდნენ სიტუაციას და სწამდათ ამ ციფრის მაგიური ძალის.

7-ს, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ადამიანების ცნობიერებაში. ბევრი მას ბედნიერ რიცხვადაც მიიჩნევს და ამის მიზეზი, შეიძლება ის არის, რომ ის საკრალურია ყველა ძირითად რელიგიაში:

7 ბრძენი, 7 სამყარო, 7 წმინდა ქალაქი... – ინდუიზმში;

სამოთხის 7 ცა, ჯოჯოხეთის 7 კარიბჭე... – ისლამში;

სამყაროს შექმნის 7 დღე: 6 სამუშაო და 1 დასვენების – იუდაიზმში;

განსაკუთრებული ადგილი უკავია მას ქრისტიანულ რელიგიაში:

კვირის 6 სამუშაო დღე და მეშვიდე წმინდა – კვირა, როდესაც ქრისტე აღსდგა, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, მაცხოვრის მიერ დაწესებული 7 საიდუმლო, 7 სანთლიანი მენორა და ა. შ.

ამ ციფრს განსაკუთრებული ადგილი აქვს ძველ მითოლოგიაშიც. მაგ., ძველ ეგვიპტეში თვლიდნენ, რომ ზეცისკენ მიმავალი 7 გზა არსებობდა, ხოლო ძველ ბერძნულ და ინდურ მითებში, – 7 ბრძენია ნახსენები.


image


ციფრი 7 უძველესი დროიდან ითვლება წმინდად – ამასთან სხვადასხვა, ერთმანეთთან კავშირის არ მქონე ხალხებში. მაგ., 7 ღმერთს ეთაყვანებოდნენ და მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა ის ძველ ეგვიპტეში, პარსებს (ზოროასტრიზმის მიმდევრები ინდოეთში და პაკისტანში) – 7 დემონთან მებრძოლი 7 ანგელოზის სწამდათ. სულის 7 ალეგორიული გარდაქმნის სჯეროდათ ძველ ინდოეთში. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ამით, სტატიის ძირითად საკითხს, არაფერი შეემატება და ამიტომ, აზრიც არა აქვს. მაგრამ, რადგან სიტყვამ მოიტანა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მსოფლიოს 7 საოცრება. ჩვენამდე, ძვ. წ. აღრ. II საუკუნეში, საბერძნეთში შედგენილმა სიამ მოაღწია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პერიოდში, სიაში შემავალ ობიექტებზე უკეთესი არაფერი იყო. უბრალოდ, ძველად ფიქრობდნენ, რომ სიაში მხოლოდ 7 არტეფაქტის შეტანა შეიძლებოდა და ამიტომ, დროდადრო, მისი ჩასწორება, ანუ ობიექტების ჩანაცვლება ხდებოდა.

ძვ. წ. აღრ. II ს-ის შემდეგ, სია არ შეცვლილა (ან შეიძლება, შეიცვალა კიდეც, მაგრამ, ჩვენამდე მხოლოდ ამ ვერსიამ მოაღწია). თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოში კარგი და ღირსშესანიშნავი არაფერი შექმნილა. მაგრამ, ყველაფერს რაც განსხვავებული, კარგი და თვალშისაცემი იყო, – «მე-8 საოცრებას» ეძახდნენ და ასეთი საოცრება, უკვე ათობით და შეიძლება ითქვას, ასობითაც არის. მიუხედავად ამისა, ვერცერთმა მათგანმა ვერ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს საოცრებების სიაში. იქნებ იმიტომ, რომ «მე-8» იყო?


image

არხის სხვა სიახლეები:


* პეპლები – წარმოუდგენელი ფაქტები ყველაზე ლამაზი მწერების შესახებ

* უცნაური რამეები და სახალისო ფოტოები (V ნაწილი)

* ქალთა სასტიკი და სისხლიანი დუელები



0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0