x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
შემზარავი ყვირილი: მყვინთავმა ეგვიპტეში ზვიგენის თავდასხმა გადაიღო (ვიდეო)
image

2018 წელს დენ უაიტი იმყოფებოდა წითელ ზღვაში ეგვიპტეში ბრაზერსების კუნძულების მახლობლად მყვინთა ჯგუფთან ერთად, როცა რიფის ზვიგენი შენიშნა. კომპანიის თავგადასავალმა უცებ საშიში ხასიათი მიიღო, რაც დენის მიერ გადაღებული ვიდეოც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი წყალში 10 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა, ვიდეოში გამკივანი ყვირილი ისმის.


როდესაც ბრიტანულ ჯგუფს გერმანელ მყვინთავთა ჯგუფი შეუერთდა, ზვიგენის ქცევა შეიცვალა.


"მე ვიდეოზე ვიღებდი რიფის ზვიგენს, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. წინა დღით ამ სამ ზვიგენთან ერთად უპრობლემოდ ვიცურეთ. გადაღების დროს შევამჩნიე, რომ მყვინთავის მიერ გამოშვებულმა ბუშტებმა შეაშინა ზვიგენი და ის დაინტერესდა მისით", - ამბობს უაითი.





"უცებ ზვიგენმა გააღო პირი და მყვინთავს ფეხზე ჩაეჭიდა, დაიწყო მისი წეწვა-გლეჯა. სიგიჟე იყო, მომეჩვენა, რომ ის მყვინთავს აღარასდროს შეეშვებოდა . შედეგად, მან მოაჭამა კანჭის კუნთი. წყალში სისხლის კვალი გამოჩნდა. ერთ-ერთმა მყვინთავმა ისე დაიწყო ყვირილი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გაიგო მისი ყვირილი. მამაკაცის დასახმარებლად მისი მეგობარი მივიდა, მან მტაცებელი გააძევა.



მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი 10 მეტრის სიღრმეზე იმყოფებოდა, ვიდეოში ქალის კივილი ისმის.


ზვიგენის თავდასხმის შემდეგ მამაკაცს წყლიდან გამოყვანა დაეხმარნენ. მაშველებმა მაშინვე გაუკეთეს ტკივილგამაყუჩებლები და ფეხი გადაუხვიეს, რომელსაც, საბედნიეროდ, ამპუტაცია არ დასჭირდა. შემდეგ მყვინთავი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

0
379
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
379
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0