x
10 გენიალური ფრაზა წიგნიდან "მზე,მთვარე და პურის ყანა"
10 გენიალური ფრაზა წიგნიდან "მზე, მთვარე და პურის ყანა"


1.“ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება. რა კარგია, შენ რომ ჩემთვის დაიბადეო.”

2.“აღმოვაჩინე, რომ თავისუფლებაზე ფიქრი გაუცნობიერებელ შიშს მგვრიდა, შიშს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის, მაგრამ დავიწყებულისა და გაუცხოებულის მიმართ.”

3.“რად გინდა ეგ მანუშაკა, რაში გჭირდებაო? - იმან მკითხა, ცეცხლისფერი თმა რომ ჰქონდა. სულ ერთი სიტყვა მეყო პასუხის გასაცემად - მიყვარს-მეთქი.”


4.“ღმერთო ჩემო, ნეტა რატომ გამოგვიგონე ეს საცოდავი ადამიანები, რაში გჭირდებით-მეთქი?”

5.“ღმერთო, თუ მართლა არსებობ, რას ერჩი ამ შენს გაჩენილ ადამიანებს-მეთქი?”

6.“მიკვირდა, იმოდენა ტაიგაში როგორ ვერ დაეტივნენ, რა ჰქონდათ გასაყოფი? ნეტა, საიდან მოდის ეს ავი დაუნდობლობა, ადამიანებსა და ცხოველებს რომ არ ასვენებთ და არ ზოგავენ ერთმანეთს-მეთქი?”

7.“ერთი მთვრალი მხატვრის ნათქვამი გამახსენდა, ქიტიას დუქანში ქეიფობდა -მე სამშობლო მაშინ მიყვარს, როცა მაქებენ და ტაშს მიკრავენ, ვინმემ " კალაშნიკონოვი " რომ მომცეს და მითხრას, წადი, სამშობლოს თავი შესწირეო, ვეტყვი, შენი დედაც და შენი სამშობლოსიც- მეთქი.”

8.“ოთხი წლის ვიყავი როცა დედამ მიგვატოვა. მახსოვს, სულ კარებისკენ ვიყურებოდი და ველოდებოდი, მაგრამ მერე, როცა მამაჩემმა კარი სხვა ფერის საღებავით გადაღება, მოლოდინის ის სასიამოვნო განცდაც გაქრა.”

9.“გულის სიღრმეში კმაყოფილი ვიყავი, თბილ ლოგინში რომ ვიწექი და კუნაპეტ ღამეში არ მივყვებოდი ქარს, ზურგზე ჩანთით. შევწუხდი - რაშია საქმე? ისე არ მოხდეს, საკუთარი თავი მივატოვო-მეთქი.”

10.“მანუშაკას მადლიერებაზე ვფიქრობდი, ყველაფრის მიუხედავად, ის მადლიერება არ იყო საფუძველს მოკლებული. თავისი მონური სიმართლე ჰქონდა და სწორედ ეს მონური სიმართლე მწვავდა გულს.”

0
46
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0