ვარსკვლავები მეგან ფოქსმა ტყეში შიშველი ფოტოსესია გამართა(ფოტოები) 2023, 21 ივლისი, 14:53
ჰოლივუდის ვარსკვლავმა მიკროსკოპული ბიკინით და უზადო სხეულის ფორმებით თაყვანისმცემლებს სუპერცხელი ფოტოსესია შესთავაზა.
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა მეგან ფოქსმა თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში მოექცა მორიგი თითქმის შიშველი ფოტოსესის შემდეგ. "ტრნასფორმერის" 37 წლის ვარსკვლავი ფოტოგრაფების წინ მიკროსკოპულ მწვანე ბიკინში პოზირებდა. ფოტოსესია ტყეში გაიმართა. კადრში მომხიბვლელი მეგანი აჩვენებს მისი ელასტიური სხეულის ყველა ატრიბუტს სოციალურ ქსელებში მან ორიგინალური მინაწერებიო გაუკეთა თავის თამამ ფოტოებს. "ხეები ჩემს სახელს იძახიან".-ასე დაასათაურა ერთი ფოტო სხვა სურათში კი მან ტყეს უწოდა "ყველაზე ძველი მეგობარი". თაყვანისმცემლები მსახიობის ფოტოებით აღფრთოვანდნენ. ბევრი სთხოვს, რომ არ შეეწყვიტოს ასეთი ცხელი შინაარსის ფოტოების გამოქვეყნება. ამერიკელ მსახიობს და მოდელს მეგან ფოქსს(დაბ.1986წ.) აქვს ირლანდიური, იტალიური და ფრანგული ფესვები. მან სახელი გაითქვა ფილმ "ტრანსფორმერების" შემდეგ, სადაც ასრულებდა მიკაილას როლს. მეგანი 5 წლიდან დადიოდა ცეკვებზე და სამსახიობო წრეზე, 13 წლის ასაკში მოდელობას მიჰყო ხელი და რამდენიმე კონკურსზე გამარჯვებაც მოიპოვა, მისი დებიუტი შედგა ახალგაზრდულ ფილმში „მზიანი არდადეგები“ (2001), სადაც ითამაშა მერი-კეით და ეშლი ოლსენებთან ერთად, შემდეგ იყო კვლავ ახალგაზრდული ფილმი „სცენის ვარსკვლავი“ ლინდზი ლოჰანთან ერთად. მეგან ფოქსმა შეასრულა ეიპრილ ო'ნილის როლი "კუ ნინძებში".2008 წელს მეგან ფოქსი ჟურნალ FHM-მა დაასახელა პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად. 123 3-ს მოსწონს
|