x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ღრუზინებმა მთლიანად გამანადგურეს მორალურად, შემოქმედებითად, სულიერად თუ მატერიალურად” - ზუმბა
image

.

მუსიკოსი ზაზა კორინთელი, იგივე ზუმბა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამერიკაში ბევრად უფრო შემოქმედებითად აქტიური ქართველია, ვიდრე საქართველოში.

.


მისივე თქმით, ერთ დღესაც საკუთარ ქვეყანაში ემიგრანტი აღმოჩნდა.


„ჩემო ძვირფასებო, მთელი ჩემი ცნობიერი ცხოვრების განმავლობაში მიმაჩნია, რომ ვემსახურები ქართულ სულს და იდეას. ასევე ვთვლი, რომ არც დაუზარელი ბრძოლა და შრომა დამიკლია ამისთვის არასოდეს.

.

ახლაც, როცა უკვე დიდი ხანია ფიზიკურად არ ვიმყოფები სამშობლოში, ჩემი წილი საქართველო ყოველთვის სულთან ახლოს მყავს და მეტსაც გეტყვით, უკეთესი, უფრო წარმატებული და შემოქმედებითად აქტიური ქართველი ვარ დღეს და აქ, ამერიკაში, ვიდრე მანდ, როცა ერთ დღესაც საკუთარ სამშობლოში ემიგრანტად აღმოვჩნდი და ღრუზინებმა მთლიანად გამანადგურეს მორალურად, შემოქმედებითად, სულიერად თუ მატერიალურად…

.

მადლობა ღმერთს და ამერიკას, რომ ფიზიკურად ცოცხალი დავრჩი, ისევ თავიდან დავიბადე, უფრო გავჯანმრთელდი და ისევ მომეცა ბონუსად დარჩენილი რესურსი სიცოცხლის სიხარულისთვის…

.

ჩვენ ყველას ჩვენი წილი ბედი და მისია გვაქვს…

.

მოკლედ, ვემსახურები საქართველოს ყოველთვის და ყველგან, განურჩევლად ჩემი ფიზიკური თუ გეოგრაფიული მდგომარეობისა.


გილოცავთ ფესტივალი "არტგენის" 20 წლის იუბილეს. მადლობა ყველაფრისათვის. მიყვარხართ მე თქვენ. ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს ზაზა კორინთელი.


***************************

"ახალ და ზრდასრულ თაობებს საქართველოს მომავლისას სულ ცალ ფეხზე და "სუ შით ხლეში" (სულ შიგ ღელეში) ჰკიდიხართ მერუსეთე ღრუზინები. უმჯობესია, რომ დროით მიხვდეთ ამასა, თქვენითვე გეეჯვათ სამუდამოთა და შეირგოთ დარჩენილი წუთისოფელი, თუარადა მალე გაგაჯმეინემენ შვენივრათა, ხოლოთ პანტაპუნტითა და წარეთა ძალიანა. ამოხვედით უკვე ყელშია და ყარხართ, თქვე დედამოტყნულებო, თქვენა!" - აემის დაწერა მინოდა ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვის გარეშეჲ ჩემს ოფიციალურ გვერდებზედა და ვერ გამიგნია რამდენათ ეთიკური იქნემა საერთაშორისო საზოგადოემითვინა?!
რასაჲ ჰფიქრომთ თქვენა? დიდება თავისუფლებას!- აღნიშნავს მეორე პოსტში ზუმბა.
.

1
323
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
323
  
2023, 21 ივლისი, 13:05
უბრალოდ აშშ-ში ფარისევლობა ნაკლებად საჭირო უნარია, საქართველოში აუცილებელი და უპირველესი. ეგაა და ეგ
0 1 1