სხვა უნიკალური ფრინველი, რომელსაც ფრენა არ შეუძლია და დედამიწაზე მხოლოდ ერთ კუნძულზე ცხოვრობს 2023, 20 ივლისი, 14:43 თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ დინოზავრები გადაშენდნენ დედამიწაზე, მწარედ ცდება. დედამიწაზე უამრავი ცხოველი და ფრინველია გამქრალ-გადაშენებული, ხშირ შემთხვევაში ადამიანების უგულო მოქმედებების შედეგად. სადღეისოდ უამრავი ნადირ-ფრინველია შეტანილი წითელ წიგნში, მათ შორისაა სამხრეთ აფრიკის სანაპიროსთან ატლანტის ოკეანეში ტრისტან-დე-კუნიას არქიპელაგში მდებარე მიუწვდომელ კუნძულზე მცხოვრები ფრინველი ტრისტან შეფერდი. კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი ოკეანის დონიდან 449 მეტრია, ხოლო კუნძულის ფართობი შეადგენს 12, 65 კვადრატულ კილომეტრს. კუნძულზე მოსახვედრად ერთადერთი საშუალება გემია, მოგზაურობა გემით სამხრეთ აფრიკიდან კუნძულამდე ერთ კვირამდე გრძელდება. ამ მიუწვდომელ და ცივილიზაციისაგან ძალიან შორს მყოფ კუნძულზე ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველი ტრისტან შეფერდი, რომელსაც ფრენა არ შეუძლია. ფრინველი პირველად აღწერა ექიმმა ლარსი ლოუმ 1923 წელს. ტრისტან შეფერდი დღემდე მხოლოდ კუნძულ ინაკსესიბლზე ცხოვრობს და თუ ის დღემდე არ გადაშენებულა, მხოლოდ იმის წყალობით, რომ კუნძულზე მტაცებელი ცხოველები და ფრინველები არ ცხოვრობს. ამიტომაც კუნძულის დასათვალიერებლად მიმავალ ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ კატის და ვირთხების თან წაყვანა (ვირთხა საერთოდ დაჰყავს ვინმეს თან?). კუნძულზეა ასევე თავქოჩორა პინგვინების პოპულაცია. ასე გამოიყურება კუნძული. 80 6-ს მოსწონს |