სისხლის სამართალი როგორ გახდა კგბ-ს ოფიცერი ორჯერ აშშ-ს აგენტი -კრიმინალური არქივიდან 2023, 20 ივლისი, 14:46
ლეონიდ პოლეშჩუკი დაიბადა 1938 წლის 21 მარტს ქალაქ შადრინსკში, ჩელიაბინსკის ოლქში.
დაამთავრა დუშანბეს პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენების ფაკულტეტი. მუშაობდა დუშანბეს ერთ-ერთ საშუალო სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლად, შემდეგ კი სასწავლო ნაწილის გამგედ.შემდეგ იყო კგბ-ს სკოლა დუშანბეში 1970 წელს იგი შეუერთდა მოსკოვში კგბ-ს, კერძოდ საგარეო დაზვერვას. მალევე იგი გაანაწილეს კატმანდუში (ნეპალის სამეფო), რა დროსაც ცოლ-შვილი მოსკოვში დატოვა. თავდაპირველად იგი იყო საბჭოთა საელჩოს ეკონომიკური მრჩევლის აპარატის ექსპერტი პოლეშჩუკი კარიერა მართლაც რომ კარგად აეწყო, მაგრამ შემდგომში მოხდა პიროვნების დეგრადაცია. ლოთობასთან ერთად აზარტულმა თამაშებმა გაიტაცა. კაზინოში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მან წააგო ხუთი ათასი ნეპალური რუპია (დაახლოებით 300 აშშ დოლარი) რომელიც მან რეზიდენციის სალაროდან აიღო. გააცნობიერა, რომ მას დასჯიდნენ და ყველაზე მიმიმუმი გაათავისუფლებდნენ კგბ-დან სახელმწიფო ფულის გაფლანგვისთვის, პოლეშჩუკმა შესთავაზა თავისი მომსახურება ნეპალში ამერიკელ რეზიდენტს. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს(CIA) რეზიდენტმა ჯონ ბელინგჰემმა მყისიერად შეაფასა პოტენციური აგენტის შესაძლებლობები და დათანხმდა.. პოლეშჩუკმა CIA-ს გადასცა ნეპალში კგბ-ს და გრუს რეზიდენციის შემადგენლობა და ასევე გადასცა ინფორმაცია საბჭოთა დაზვერვის აგენტების შესახებ სოვკოლონიის მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის, ასევ ემათ მიერ ჩატარებული და დაგეგმილი ფარული ოპერაციების შესახებ. CIA-ს დოსიეში პოლეშჩუკს შეარქვეს ფსედონიმი Way (გზა) 1974 წელს პოლეშჩუკი კატმანდუდან მოსკოვში დაბრუნდა. წასვლის წინ მან თავის კურატორებს უთხრა, რომ იგი უარს ამბობდა ა სსრკ-ში CIA-სთან თანამშრომლობაზე, ამიტომ მათ შორის კონტაქტები შეწყდა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. მუშაობდა კგბ-ს ცენტრალური აპარატის ერთ-ერთ განყოფილებაში. 1984 წელს პოლეშჩუკი გაგზავნეს ნიგერიაში, დედაქალაქ ლაგოსში. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა პოდპოლკოვნიკის წოდება და მუშაობდა კგბ-ს პირველი მთავარი სამმართველოს K დეპარტამენტში (კონტრდაზვერვაში). ის იზოლირებულ ცხოვრებას ეწეოდა, ცდილობდა ყურადღება არ მიექცია. 1985 წლის თებერვალში პოლეშჩუკმა აღადგინა კავშირი ამერიკულ დაზვერვასთან. ნიგერიაში აშშ-ს საელჩოს მახლობლად მდებარე მაღაზიაში ფეხის ტკენის სიმულაცია გაითამაშა და როდესაც საელჩოს ექიმი მივიდა, პოლეშჩუკმა მას პაროლი უთხრა: „მე ვარ ლეო, მაღალი მთების ქვეყნიდან. გადაეცით მოკითხვა ბელინგჰემს“. ათი დღის შემდეგ, CIA-ს რეზიდენტი ნიგერიაში რიჩარდ ბალი დაუკავშირდა პოლეშჩუკს. CIA-სთან თანამშრომლობის შედეგად, პოლეშჩუკმა "ჩაუშვა" ნიგერიაში მომუშავე ყველა საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი და აგენტი. მოსკოვში დაბრუნებულმა ამჯერად ამერიკელებთან გააგრძელა მუშაობა. კონტრდაზვერვის სამსახურებმა პოლეშჩუკის კვალზე გასვლა 1985 წლის მეორე ნახევარში მოახერხეს მოახერხეს. 1985 წლის 18 ივლისს, აშშ-ს საელჩოს ბუღალტერმა პოლ ზალაკიმ საიდუმლო გზავნილი მე-4 ელექტროგადამცემი ხაზის ბოძის ძირში დადო, პილოტ ბაბუშკინის ქუჩის მახლობლად, რომელსაც ზემოდან ქვა დაადო, შიგნით იყო ფული და ინსტრუქცია. 1985 წლის 2 აგვისტოს პოლეშჩუკი დააპატიმრეს.. პირველი დაკითხვების დროს იგი საკამოდ თავხედურად იქცეოდა და ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა, მაგრამ როდესაც მის ბინაში იპოვეს შიფრები, რომლებიც CIA-სთან დაკავშირებლად იყენებდა, პოლეშჩუკმა გადაწყვიტა დანაშაული ეღიარებინა . მის ბინაში ასევე 64 358 მანეთის ძვირფასი სამკაულები აღმოაჩინეს. საიდან გაიგო კგბ-მ ასე უცებ გამცემის შესახებ? პოლეშჩუკი "ჩაუშვა" აშშ-ში საბჭოთა აგენტმა ოლდრიხ ჰეიზენ ეიმსმა. გამოძიების გაჭიანურების მიზნით პოლეშჩუკმა გააკეთა განცხადება მისი კოლეგის, კგბ-ს ოფიცრის, მაიორ იგორ კოჟანოვის CIA-სთან ჯაშუშური კავშირის შესახებ, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა ნიგერიაში. სამთვიანი საფუძვლიანად საქმის შესწავლის შემდეგ, კოჟანოვი უდანაშაულო აღმოჩნდა. 1986 წლის 12 ივნისს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ლეონიდ პოლეშჩუკს რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის „სამშობლოს ღალატი“ ა) პუნქტის თანახმად მიუსაჯა სიკვდილის დასჯა, ქონების ჩამორთმევით. სასჯელი აღსრულდა 1986 წლის 27 ივლისს. სერიები "კრიმინალური არქივიდან" იხილეთ <<ამ ბმულზე259 3-ს მოსწონს
|