x
რა წავიკითხოთ ზაფხულში? - გია მურღულიას რეკომენდაცია
რა წავიკითხოთ ზაფხულში?-გია მურღულიას რეკომენდაცია


ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი და მეცნიერი გია მურღულია გადაცემაში "ამ შაბათ-კვირას" მკითხველს ურჩევს გამორჩეულ მოთხრობებს, რომლებსაც შესაძლოა, ზაფხულის პერიოდში გაეცნონ:


- ჩვენს ძვირფას მაყურებელს ვურჩევდი, რომ ეს ზაფხული მოთხრობის ზაფხულად გამოვაცხადოთ. ძალიან საინტერესო სამტომეული გამოვიდა, რომელსაც "XXI საუკუნის ქართული მოთხრობა" ჰქვია, შემდგენელი და რედაქტორი ბესო ხვედელიძეა. აქ აღმოვაჩინე რამდენიმე ისეთი მოთხრობა, რომლებიც წაკითხული არ მქონდა, მათ შორის, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიერ დაწერილი. მაგალითად:


გურამ დოჩანაშვილის "ძმისავ", ძალიან საინტერესო მოთხრობაა.



ზაზა თვარაძის მოთხრობა "წითელი ძაღლები" - გირჩევთ, რომ წაიკითხოთ.


გიგი სულაკაურის "ყაყაჩოების მინდორი" - რომ წაიკითხავთ, მიხვდებით, რატომ დაარქვა ეს სახელი ავტორმა.


კოტე ჯანდიერის "გლობალიზაცია".


თამრი ფხაკაძის "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ძალიან საინტერესოა.


ლეო ქიაჩელის სრულიად გენიალური მოთხრობა "ბერი და ყორანი" - დამზაფვრელი მოთხრობაა, მაგრამ წაკითხვის შემდეგ არსებული ემოცია არასოდეს დაგავიწყდებათ.


როდესაც მოთხრობის ოსტატებს ვიხსენებ, პირველ რიგში, ორი სახელი მახსენდება. ესენია: რიუნოსკე აკუტაგავა და ხორხე ლუის ბორხესი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სხვა სახელებსა და გვარებს რომ დავასახელებთ, ისინი რანგით უფრო დაბლა დგანან. მაგრამ, ჩემი პიროვნული ხედვაა ასეთი.


ჰაინრიხ ბიოლის "ჩემი ნაღვლიანი სახე" - ვისაც სურს, გაიგოს, რა არის ტოტალიტარიზმი, ამ მოთხრობით ადვილად შეიცნობს. აქ არის ერთი ადამიანი, რომელსაც ჯერ იჭერენ იმისთვის, რომ ძალიან მხიარული აქვს და ციხიდან გამოსვლის დღეს თავიდან იჭერენ იმისთვის, რომ ძალიან ნაღვლიანი სახე აქვს.


რეი ბრედბერის "სიკვდილი და ქალწული" - შესანიშნავი მოთხრობაა.


ტონინო გუერას "ზეცაში ასასვლელი კიბე" - თბილ განწყობას რომ შემოიტანს შენში, ისეთი მოთხრობაა.


უმბერტო ეკოს "ეს"


გაბრიელ გარსია მარკესის "მშვენიერი მძინარე ქალის თვითმფრინავი"


იოკიო მისიმა "გაზეთი"


ჰარუკი მურაკამის "მწვანე მხეცი"


აზიზ ნესინის მოთხრობა "გიჟი მაღლა ავიდა" უკიდურესად აქტუალური მოთხრობაა ყველა ქვეყნისთვის.ფრენსის სკოდ ფიცჯერალდის "სამი საათი რეისებს შორის" - ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, ძალიან დამწყდა გული, რომ აღარ გრძელდებოდა. მთავარი პერსონაჟი შემეცოდა, რომელსაც ბავშვობაში, სკოლაში ერთი გოგონა უყვარდა. რეისებს შორის დრო მორჩა და იმ ქალაქში იყო, სადაც ის გოგონა, უკვე ქალი, ცხოვრობდა, გაჩერდა. 20 წელი იყო გასული. ურეკავს და იმ ქალთან სტუმრად მიდის, საუბრობენ და მოთხრობის ბოლოს აღმოვაჩენთ, რომ იმ ქალს, ეს სულ სხვა ვინმე ჰგონია.

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0