x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მაო ძედუნის სასიყვარულო "საქმენი საგმირონი": როგორ წაართვა უკვდავებაზე მეოცნებე ლიდერმა ათასობით გოგონას ქალწულობა

image


ყველა დიქტატორის გონება მხოლოდ ერთი აკვიატებული აზრით არის მოცული - რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს, რადგან ძალაუფლების უსაზღვრო წყურვილი არ იძლევა იმის საშუალებას შეეგუო იმ ფაქტს რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი დამთავრდება. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი და "მაოიზმის" ფუძემდებელი მაო ძედუნი თვლიდა, რომ დღეგრძელობის საიდუმლო სექსუალურ აქტივობაში მდგომარეობდა. ყოველ დილით ჩინელი ხალხი მხოლოდ ერთი ლოზუნგით იღვიძებდა: "ათი ათასი წელი თავმჯდომარე მაოს!" ხოლო ათასობით ქალწული ლიდერის საწოლში დიდი მისიით - მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებლად ხვდებოდა.


image


ისტორიკოსების აზრით, მაო ყვითელი იმპერატორის გამოცდილების გამეორებაზე - სიყვარულის ფასად უკვდავების მოპოვებაზე ოცნებობდა, ამიტომაც მის საწოლში საყვარლები ასე ხშირად იცვლებოდნენ. ყველაზე ხშირად ისინი იყვნენ გოგონები უბრალო გლეხის ოჯახებიდან, რომლებისთვისაც მაოს მმართველობის პერიოდი ნამდვილ აყვავების ხანად იქცა. გოგონები მას აღმერთებდნენ, ფაქტობრივად, თავმჯდომარესთან ურთიერთობა მათთვის სასწაულის ტოლფასი იყო. ბევრი გულწრფელად ამტკიცებდა, რომ დიდი ლიდერი ყველაფერში შესანიშნავი იყო.


image


მაოს მკურნალმა ექიმმა, ლი ცჰიუსიმ მისი გარდაცვალებიდან 18 წლის შემდეგ ლიდერის ინტიმური ცხოვრების შესახებ მრავალი საიდუმლო გაამხილა. მისი თქმით, მაო ძალიან მოუწესრიგებელი იყო, ის იშვიათად იბანდა და კბილებსაც თითქმის არ იხეხავდა, მეტიც ის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისგან - ტრიქომონიაზითაც იტანჯებოდა.


image


მაო ძედუნი მეუღლესთან Hè Zizhēn-თან ერთად


მართალია, მედიცინის შესაძლებლობებმა მისი ამ ავადმყოფობისგან განკურნება შესაძლებელი გახადა, თუმცა მან მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დროებით მაინც არ შეწყვიტა. უცნობია, რამდენი საყვარელი იქნა მისგან დაინფიცირებული, თუმცა, თავად ლიდერის თქმით, მისი "საჩუქარი" ტრიქომონიაზის სახით იქცა ერთგვარ განმასხვავებელ ნიშნად მათთვის, ვინც მასთან ინტიმურ ურთიერთობას ამყარებდა.


image


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ექიმებმა მაოს უნაყოფობის დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც 1950-იან წლებში ლიდერმა პროსტატის ჯირკვლის ანთება გადაიტანა, ამიტომ მოხუცებულობაში მის მრავალრიცხოვან სქესობრივ აქტს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). მრავალრიცხოვანი საყვარლების გარდა, მაო კანონიერ ქორწინებაში სამჯერ იყო, საიდანაც მას 10 შვილი (5 ვაჟი და 5 ქალიშვილი) ჰყავდა, თუმცა მათგან მხოლოდ სამმა - მაო ანცინმა, ლი მინმა და ლი ნამ მოახერხა გადარჩენა.


image


საინტერესოა, რომ ლიდერის ვაჟი და ქალიშვილი სსრკ-ში, ივანოვოს საერთაშორისო ბავშვთა სახლში აღიზარდნენ, მათთან დიდი ლიდერის შეხვედრა კი მას შემდეგ მოხდა, რაც გოგონა ლი მინმა გადაწყვიტა მისთვის შორეულ ჩინეთში ემოციური წერილი მიეწერა:


image


"თავმჯდომარე მაო! ყველა ამბობს, რომ თქვენ - მამაჩემი ხართ, და რომ მე თვენი ღვიძლი შვილი ვარ, მაგრამ საბჭოთა კავშირში მე თქვენ არ მინახავხართ, და არ ვიცი მართალია თუ არა ეს. თქვენ მართლა მამაჩემი ხართ, და მე მართლა თქვენი შვილი ვარ?".

image


მაო ძედუნს ბოლომდე სჯეროდა, რომ ახალგაზრდა საყვარლები მას უკვდავებას მოუტანდნენ, თუმცა მის ამ ნატვრას ასრულება არ ეწერა. ლიდერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.










0
676
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
676