სხვა იტალიაში ლესბოსელებს მშობლის უფლება ჩამოართვეს 2023, 19 ივლისი, 15:17
ბოლო ხანებში სამი ლესბოსელი წყვილიდან ერთ-ერთმა დაკარგა უფლება შვილებზე და ახლა ცდილობენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინება კანონით არ ისჯება. ეს სამოქალაქო კავშირი დაშვებულია. თუმცა, წყვილებს ეკრძალებათ ბავშვების შვილად აყვანა. სხვა საკითხებთან ერთად, კათოლიკური ეკლესია არ მიესალმება სუროგატ დედობას ერთსქესიან ოჯახებში და იმისთვის, რომ ინვიტრო პროცედურა ჩაიტარონ, ლესბოსელებმა უნდა დატოვონ იტალია და ხელოვნური განაყოფირება სხვა ქვეყანაში ჩაიტარონ. ანუ ზოგადად იცხოვრე, მაგრამ არ გამრავლდე.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მეორე მშობელი ბავშვის დაბადების მოწმობაში არ უნდა ჩაიწეროს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთსქესიან წყვილს როგორღაც მაინც ეყოლებათ ბავშვი, დაბადების მოწმობაში ჩაიწერება მხოლოდ დედა ან მამა. მეორე „მშობელი“ ვერც მეურვე გახდება და ვერც შვილზე მშობლის უფლებას მიიღებს, თუ "მთავარ" მშობელს რამე არ დაემართება. ამ პოლიტიკას: "ნორმალურ ოჯახი - ტრადიციულ ოჯახი" ხელს უწყობს იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი. ის წინააღმდეგია როგორც ერთსქესიანმა წყვილებმა ბავშვების შვილად აიყვანონ, ასევე მათი ოფიციალური ქორწინების . „დიახ ტრადიციულ ოჯახი და არა ლგბტ ლობი“, - განაცხადა მან გასულ ზაფხულს. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა კანონი ერთსქესიან მშობლებს შვილებზე უფლებების ჩამორთმევის შესახებ, სამ არასტანდარტულ ოჯახში, მთავარი მშობლის პარტნიორებმა მიიღეს შეტყობინება ბავშვისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ. ლესბოსელები აღშფოთებულები არიან: მონაწილეობენ ბავშვების აღზრდაში, ერთად უვლიან ბავშვს, მაგრამ, თუ რამე მოხდება, ამ შესაძლებლობას დაკარგავენ. ეს ყველაფერი შურიაო, მიაჩნია ერთ-ერთ ასეთ წყვილს. ლესბოსელები ცხოვრობენ უფრო ჰარმონიულად და ბედნიერად, ვიდრე ტრადიციული ოჯახები, ამიტომ მთავრობა იღებს ასეთ კანონებსო, -ასკვნიან ისინი. ქალაქ პადუაში 27 ოჯახმა (სულ 33 შვილით) მიიღო წერილები, რომლითაც ერთ-ერთმა მშობელმა შეიძლება დაკარგოს მშობლის უფლებები და ამოშალონ ბავშვის დაბადების მოწმობიდან. ამ წყვილებიდან ზოგიერთი სამუდამოდ ქვეყნიდან წასვლას გეგმავს. ვიღაც კი ჩივის, ცდილობს გააპროტესტოს ეს გადაწყვეტილება. 129 2-ს მოსწონს
|